„შეიძლება სხვა ქალბატონი გაიჩინა... დავბრუნდი სტაციონარიდან და დავრჩი მარტო" - მარი ნაკანი
როგორც ცნობილია, ფოტოგრაფი მარი ნაკანი მეუღლეს - ასევე ფოტოგრაფ გიორგი მამასახლისს დაშორდა. უფრო სწორად, თავად მარის თქმით, გიორგი წავიდა მისგან, თითქმის 20-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ.მარიმ ეს ფაქტი სოციალური ქსელის მეშვეობით აცნობა საზოგადოებას და მას მერეც არაერთი ვიდეო თუ ფოტო გამოაქვეყნა ამ თემაზე. ბევრ ვიდეოში ის ტირის და აღელვებულია, იხსენებს მეუღლესთან გატარებულ პერიოდს და არც შერიგებას გამორიცხავს. გამომწერების შეკითხვაზე, თუ რა იყო დაშორების მიზეზი, მარიმ ცოტა ხნის წინ ასე უპასუხა:
- ასე ყველა დეტალს ვერ მოვყვები, მაგრამ ყველაზე მტკივნეული ფაქტი ამ ყველაფერში ის არის, რომ მე მქონდა დეპრესია, გიორგიმ მთხოვა, რომ მემკურნალა, და დამპირდა, რომ მკურნალობის შემდეგ წავიდოდით ერთად ვალენტინობაზე საბერძნეთში. მკურნალობა თითქმის დამთავრებული მქონდა და სადღაც შუა გზაში, ალბათ, გიორგიმ ვეღარ გაუძლო ჩემს დეპრესიას, თუმცა სხვა მიზეზები მგონია მე, რაზეც ლაპარაკი არ მინდა... და ვალენტინობაზე მარტო წავიდა და მე დამტოვა. საერთოდ დამტოვა, დამშორდა. ეს იყო და ეს...

ამჯერად მარიმ გვანცა დარასელიას პოდკასტში საუბრობს ვრცლად ამ თემებზე, დეპრესიაზე, ოჯახზე, შვილებზე და ა.შ.
- მე და გიორგი 21 წელია ვართ.თითქმის მთელი ჩემი ცხოვრება ვარ. გიორგისთან ერთად. გიორგი ჩემთვის არის როგორც მეუღლე, მეგობარი, საქმიანი პარტნიორი, მამა, ხანდახან - შვილი, როლებს ხომ იცვის ხოლმე შენი ოჯახის წევრი იმის მიხედვით, რა სიტუაციაში ხარ, შეიძლება შენ დაეხმარო, შეიძლება პირიქით - იმან იზრუნოს შენზე... ჰოდა რაღაცნაირად რომ დაიწყო ჩვენს შორის აი ეს მომენტი, ამდენწლიანი ქორწინების შემდეგ, ჩვენ შარშანც დავშორდით... მერე გვქონდა პაუზა ექვსი თვე და მერე რომ შევრიგდით, აი, მანდ თითქოს მომეჩვენა, რომ გიორგი აღარ არის ის ადამიანი, ვინც მანამდე ჩემთან ერთად ცხოვრობდა და ამან გამოიწვია ჩემში საშინელი ნოსტალგია და სენტიმენტები. მენატრებოდა ჩემი გიორგი და გამიჭირდა ძალიან იმის მიღება და შეგუება, რომ გიორგი აღარ არის ისეთი მზრუნველი, ყურადღებიანი, დაფეთებული ჩემზე... ყველას გვახსოვს, ვინც ჩემი გამომწერები არიან და შენც ალბათ, რომ გიორგი ყოველთვის იყო ჩემზე ორიენტირებული... იცი როგორ იყო, გაუტკბა თითქოს ის დისტანცია და თითქოს რაღაცა ცოტა უფრო ამპარტავნებაში და ეგოიზმში შევიდა, იმიტომ რომ მეორედ როცა შემირიგდა, უკვე მისთვის ვიყავი სუსტი, აღიზიანებდა ჩემი ყველა რაღაცა ხასიათის დეფექტი ისე როგორც არასდროს ადრე. არ ვიცი, შეიძლება სხვა ქალბატონი გაიჩინა.... ამან მე დამარტყა... მაშინ აღარ უნდა შეურიგდე, თუ ხვდები რომ შენ უკვე წახვედი და კარი გაიჯახუნე, იმ ადამიანს მერე აღარ უნდა მისცე იმედი...