"თქვით რომ ოქროს მოწმის სახით ვარო და ვის მხარეს ხართ ოქროს მოწმე?“ - რა უპასუხა "ევროპროდუქტის“ დირექტორმა წილოსანის ამ შეკითხვას? - კვირის პალიტრა

"თქვით რომ ოქროს მოწმის სახით ვარო და ვის მხარეს ხართ ოქროს მოწმე?“ - რა უპასუხა "ევროპროდუქტის“ დირექტორმა წილოსანის ამ შეკითხვას?

"თქვენ თქვით ოქ­როს მოწ­მის სა­ხით ვარო და ვის მხა­რეს ხართ ოქ­როს მოწ­მე, რაც გის­მენთ, არც დის­ტრი­ბუ­ტო­რე­ბი და არც ქსე­ლე­ბი სცო­და­ვე­ნო“ - ასე მი­მარ­თა დე­პუ­ტატ­მა ნინო წი­ლო­სან­მა "ევ­როპ­რო­დუქ­ტის“ დი­რექ­ტორს, გი­ორ­გი (გოგა) თავ­დიშ­ვილს პარ­ლა­მენ­ტის ფა­სე­ბის შემ­სწავ­ლელ კო­მი­სი­ა­ზე.

"თქვენ თქვით ოქ­როს მოწ­მის სა­ხით ვარო და ვის მხა­რეს ხართ ოქ­როს მოწ­მე, რაც გის­მენთ, არც დის­ტრი­ბუ­ტო­რე­ბი და არც ქსე­ლე­ბი სცო­და­ვე­ნო, თით­ქოს, აქ ტყუ­ი­ლად ვართ და­კა­ვე­ბუ­ლი ამ სა­კი­თხით... თქვე­ნი გად­მო­სა­ხე­დი­დან გვი­თხა­რით სად არის თქვე­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ისეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­დუქ­ტებ­ზე, რო­გო­რი­ცაა: პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის პრო­დუქ­ტე­ბი, რძე, პური და ა.შ“, - მი­მარ­თა ნინო წი­ლო­სან­მა "ევ­როპ­რო­დუქ­ტის“ დი­რექ­ტორს.

სა­პა­სუ­ხოდ გი­ორ­გი თავ­დიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "ევ­როპ­რო­დუქ­ტის“ რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის პრო­დუქ­ტებს არ უჭი­რავს იმ­ხე­ლა წილი, რომ მო­გე­ბა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს.

"მე არ მით­ქვამს არ დის­ტრი­ბუ­ტო­რი არ სცო­დავს და არც ქსე­ლი. ჩვენ ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცი­ის იმ­პორ­ტს. მოკ­ლე ანა­ლი­ზი რომ გა­ვა­კე­თოთ, რა­ტომ არის ძვი­რი ეს პრო­დუქ­ტი დღეს - და­ახ­ლო­ე­ბით 1.60 ევრო ღირ­და ევ­რო­პი­დან 1 კგ. კა­რა­ქი, დღეს მწარ­მო­ებ­ლის­გან ასა­ღე­ბი ფასი არის 9 ევრო, სა­უ­ბა­რია და­ახ­ლო­ე­ბით 15-წლი­ან ვა­და­ში და არც კი გა­ნი­ხი­ლა­ვენ ნე­ბის­მი­ერ სა­უ­ბარს რა­ი­მე ფას­დაკ­ლე­ბა­ზე, რად­გან სურ­სა­თის სე­რი­ო­ზუ­ლი დე­ფი­ცი­ტია და ამ სე­რი­ო­ზულ ბრენ­დებს აქვს სა­ო­ცა­რი რე­ა­ლი­ზა­ცია.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს მო­გე­ბას, გან­სხვა­ვე­ბით სხვა ქსე­ლე­ბის­გან, 50%-ზე მეტი ჩვე­ნი მა­ღა­ზი­ე­ბი­სა გვე­კუთ­ვნით ჩვენ და ხარ­ჯებ­ში ნაჩ­ვე­ნე­ბი არ არის სა­ი­ჯა­რო ქირა და სხვა მო­მენ­ტე­ბი, რაც ამ­ცი­რებს სხვა ქსე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მო­გე­ბას, ეს უქ­მნის სხვებს ილუ­ზი­ას, რომ ჩვენ ძა­ლი­ან მა­ღა­ლი მო­გე­ბით ვმუ­შა­ობთ. ჩვენ არ ვყი­დით პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის იმ პა­კეტს, რო­მე­ლიც გინ­და თუ არა, წარ­მო­ად­გენს ჩვენ­თვის მა­ფორ­მი­რე­ბელს. თა­ვის ფას­შიც რომ გავ­ყი­დოთ წი­წი­ბუ­რა და მსგავ­სი პრო­დუქ­ტე­ბი, ის ჩვენ­თვის მა­ინც არ არის მდგე­ნე­ლი. ზეთ­ზე რო­ცაა სა­უ­ბა­რი, არ შე­იძ­ლე­ბა ის ზეთირო­მე­ლიც ჩვენ­თან იყი­დე­ბა, და­ა­ყე­ნო ამ კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში, იმი­ტომ რომ, სულ სხვა სა­ფა­სო კა­ტე­გო­რი­ა­შია. ჩვენ­თან ის ზეთი არ იყი­დე­ბა, რაც კონ­კუ­რენ­ტებ­თან. ჩვენ ისე გვი­ყუ­რე­ბენ, რო­გორც ბურ­ჟუ­ა­ზი­ას და ჩვენ­თან არც კი შე­მო­დის შე­ში­ნე­ბუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი“, - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი (გოგა) თავ­დიშ­ვილ­მა.

გააგრძელეთ კითხვა