"შეუძლებელი იყო უარის თქმა და მეუღლის იმედგაცრუება... PSG- ში გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ მსოფ­ლიო დო­ნის ვარ­სკვლა­ვი ვარ“ - მა­რა­დო­ნას­თან შე­და­რე­ბე­ბი, "ნა­პო­ლი­ში“ გა­ტა­რე­ბუ­ლი პე­რი­ო­დი და მისი გა­მოც­დი­ლე­ბა საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში - კვირის პალიტრა

"შეუძლებელი იყო უარის თქმა და მეუღლის იმედგაცრუება... PSG- ში გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ მსოფ­ლიო დო­ნის ვარ­სკვლა­ვი ვარ“ - მა­რა­დო­ნას­თან შე­და­რე­ბე­ბი, "ნა­პო­ლი­ში“ გა­ტა­რე­ბუ­ლი პე­რი­ო­დი და მისი გა­მოც­დი­ლე­ბა საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მერ­ვე­დფი­ნა­ლის პირ­ვე­ლი მატ­ჩის­თვის ემ­ზა­დე­ბა, სა­დაც მისი "პარი სენ-ჟერ­მე­ნი“ "ჩელ­სის“ და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. გუნ­დის მი­ზა­ნი შემ­დეგ ეტაპ­ზე გას­ვლა, გა­სულ წელს მო­პო­ვე­ბუ­ლი ევ­რო­პუ­ლი ტი­ტუ­ლის დაც­ვა და წინა სე­ზო­ნის წარ­მა­ტე­ბის გა­მე­ო­რე­ბაა.

ქარ­თველ­მა გა­რე­მარბმა, რო­მე­ლიც პა­რი­ზუ­ლი კლუ­ბის საკ­ვან­ძო მო­თა­მა­შეა, ვრცლად ისა­უბ­რა გა­მო­ცე­მა Le Parisien-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში. მან გა­ნი­ხი­ლა მა­რა­დო­ნას­თან შე­და­რე­ბე­ბი, "ნა­პო­ლი­ში“ გა­ტა­რე­ბუ­ლი პე­რი­ო­დი და მისი გა­მოც­დი­ლე­ბა საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში.

შე­და­რე­ბა მა­რა­დო­ნას­თან

ინ­ტერ­ვი­უს და­სა­წყის­ში­ვე კვა­რა­ცხე­ლია და­უბ­რუნ­და იმ შე­და­რე­ბებს, რომ­ლე­ბიც ნე­ა­პოლ­ში ყოფ­ნი­სას, სკუ­დე­ტოს მო­გე­ბის ფონ­ზე გაჩ­ნდა:

- ნე­ა­პოლ­ში მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ჯორჯ ბესტს ვგავ­დი. ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­თა­მა­შე იყო, ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო. ალ­ბათ, კი­დევ უფრო დიდი ფეხ­ბურ­თე­ლი იქ­ნე­ბო­და, მისი ცხოვ­რე­ბა ასე­თი რთუ­ლი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო... თუმ­ცა ვა­ღი­ა­რებ, მომ­წონს ამ ტი­პის შე­და­რე­ბე­ბი. მა­რა­დო­ნას­თან შე­და­რე­ბა, რა თქმა უნდა, დიდი ტვირ­თია. მას ვე­რა­ვინ შე­ედ­რე­ბა. მაგ­რამ რო­დე­საც გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი "კვა­რა­დო­ნას“ მე­ძახ­დნენ, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, რად­გან ეს აჩ­ვე­ნებ­და, თუ რო­გორ ვუყ­ვარ­დი მათ. ამან ჩემ­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა და ვა­მა­ყობ­დი.

"PSG- ში გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ მსოფ­ლიო დო­ნის ვარ­სკვლა­ვი ვარ"- პა­რიზ­ში ყოფ­ნი­სას ბევ­რად გა­ვი­ზარ­დე და მო­ე­დან­ზე "მე­ო­მა­რი“ გავ­ხდი. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ 100%-ით და­ვი­ხარ­ჯო, თუნ­დაც დაც­ვა­ში. "ნა­პო­ლი­ში“ ამას ასე ხში­რად არ ვა­კე­თებ­დი, მწვრთნე­ლი კი და­მეხ­მა­რა, რომ ამ კუ­თხით ძა­ლი­ან გა­ვუმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი­ყა­ვი.

განაგრძეთ კითხვა