"კვარას" შოუ "პარკ დე პრენსზე“ - რა თქვეს კვარაცხელიამ და ლუის ენრიკემ გიჟური მატჩის შემდეგ? - კვირის პალიტრა

"კვარას" შოუ "პარკ დე პრენსზე“ - რა თქვეს კვარაცხელიამ და ლუის ენრიკემ გიჟური მატჩის შემდეგ?

ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის პირ­ველ მერ­ვე­დფი­ნა­ლურ მატჩში პსჟ-მ სა­კუ­თარ მო­ე­დან­ზე "ჩელ­სი“ 5:2 და­ა­მარ­ცხა. შინ "მო­ნა­კოს­თან“ 1:3 და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ, პა­რი­ზუ­ლი გუნ­დის მწვრთნელ­მა ლუის ენ­რი­კემ შე­მად­გენ­ლო­ბა შეც­ვა­ლა და კვა­რა­ცხე­ლია სას­ტარ­ტო­ში არ და­ა­ყე­ნა. მას­პინ­ძლებ­მა თა­მა­ში აქ­ტი­უ­რად და­ი­წყეს და ბარ­კო­ლამ და­ა­წი­ნა­უ­რა. მერე ბრედ­ლის დუბ­ლის შეს­რუ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მე­კა­რე იორ­გენ­სენ­მა არ მის­ცა. აქე­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი პა­რი­ზელ­თა შე­ტე­ვე­ბი მი­ნავ­ლდა, სტუმ­რე­ბი იე­რი­შებ­ზე გა­და­ვიდ­ნენ და გი­უს­ტომ ან­გა­რი­ში გა­ა­თა­ნაბ­რა. თუმ­ცა, სწრა­ფი კონ­ტრშე­ტე­ვი­სას დემ­ბე­ლემ ფო­ფა­ნა ჩა­მო­ი­ცი­ლა და ბურთს ლონ­დო­ნელ­თა კარ­ში მი­უ­ჩი­ნა ად­გი­ლი. 57-ე წუთ­ზე ფერ­ნან­დეს­მა თა­ნა­ფარ­დო­ბა აღად­გი­ნა, მალე ლუის ენ­რი­კემ თა­მა­შის გა­სამ­წვა­ვებ­ლად დუე ხვი­ჩა­თი შეც­ვა­ლა და მისი პა­სით ვი­ტი­ნი­ამ გა­ი­ტა­ნა. ქარ­თველს თა­ვად შე­ეძ­ლო გა­ტა­ნა, მაგ­რამ სა­გო­ლე პასი პორ­ტუ­გა­ლი­ელს მის­ცა. და ამ დროს "კვა­რა­ზე“ ფრან­გუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი წე­რენ, ეგო­ის­ტუ­რად მოქ­მე­დებ­სო. ამა­საც არ დას­ჯერ­და კვა­რა­ცხე­ლია და იორ­გენ­სენს შო­რი­დან თქვე­ნი მო­წო­ნე­ბუ­ლი ბურ­თი შე­უგ­დო, კომ­პენ­სი­რე­ბულ დრო­ში დუბ­ლიც შე­ას­რუ­ლა და პსჟ-ს გა­მარ­ჯვე­ბა მო­უ­პო­ვა.

განაგრძეთ კითხვა