"ის დუდუხანას13-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა..." - რას ჰყვება დუდუხანა წეროძის შვილიშვილი ლეგენდარულ ბებიაზე - კვირის პალიტრა

"ის დუდუხანას13-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა..." - რას ჰყვება დუდუხანა წეროძის შვილიშვილი ლეგენდარულ ბებიაზე

ქარ­თუ­ლი კი­ნოს ლე­გენ­დებს შო­რის დუ­დუ­ხა­ნა წე­რო­ძეს საპა­ტიო ად­გი­ლი უკა­ვია. მსა­ხი­ო­ბი 8 ნო­ემ­ბერს 106 წლის გახ­დე­ბო­და... მის ცხოვ­რე­ბა­ში დიდი წარ­მა­ტე­ბაც ყო­ფი­ლა და სევ­დი­ა­ნი ამ­ბე­ბიც... დუ­დუ­ხა­ნას მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლე­ბი მა­ყუ­რე­ბელ­მა თა­ვი­დან­ვე გა­მორ­ჩე­უ­ლად შე­იყ­ვა­რა.

  • და­უ­ვი­წყა­რია მისი როლი ფილმში "მაგ­და­ნას ლურ­ჯა,“ რო­მე­ლიც რე­ჟი­სო­რებ­მა - თენ­გიზ აბუ­ლა­ძემ და რეზო ჩხე­ი­ძემ 1955 წელს გა­და­ი­ღეს. მსა­ხი­ობ­მა და­ჩაგ­რუ­ლი, მძი­მე ბე­დის მქო­ნე ქარ­თვე­ლი ქა­ლის სა­ო­ცა­რი სახე შექ­მნა."რე­ჟი­სო­რებ­მა ჩემ­თან მუ­შა­ო­ბა სა­სინ­ჯი გა­და­ღე­ბი­სას და­ი­წყეს. და­ი­წყო რე­პე­ტი­ცი­ე­ბი, გა­და­ღე­ბე­ბი და შე­იქ­მნა ნამ­დვი­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ატ­მოს­ფე­რო... იყო ინ­ტენ­სი­უ­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კა­მა­თი იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გო­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო რო­ლის ყო­ვე­ლი მო­ნაკ­ვე­თი, მი­ზან­სცე­ნა, ყო­ვე­ლი ფრა­ზა... კა­მა­თი წმენ­დდა, ხვე­წდა, აკ­რის­ტა­ლებ­და ჩემი მაგ­და­ნას სა­ხეს. რაც მეტი იყო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კა­მა­თი, მით რე­ა­ლუ­რი ხდე­ბო­და მაგ­და­ნა. უფრო ღრმად ვგრძნობ­დი სა­ხეს, მის ხა­სი­ათს. დიდი დახ­მა­რე­ბა გა­მი­წი­ეს რე­ჟი­სო­რებ­მა, რომ ჩემი თა­მა­ში ყვე­ლა ეპი­ზოდ­ში თა­ნა­ბა­რი ყო­ფი­ლი­ყო, რომ მცი­რე ეპი­ზო­დე­ბი­დან სა­უ­კე­თე­სო ამერ­ჩია, სა­უ­კე­თე­სო აქ­ტი­ო­რუ­ლი ვა­რი­ან­ტე­ბი, აქ­ტი­ო­რუ­ლად და­მე­კავ­ში­რე­ბი­ნა ისი­ნი ერ­თმა­ნეთ­თან და შე­მექ­ნა და­ტან­ჯუ­ლი, უბე­დუ­რი დე­დის ნამ­დვი­ლი სახე. ეს როლი უმაღ­ლე­სი მიღ­წე­ვაა მთელ ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში“ - ჰყვე­ბო­და დუ­დუ­ხა­ნა წე­რო­ძე.

tserodze

რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი მამამამა პლა­ტონ წე­რო­ძე 1921 წელს ნოე ჟორ­და­ნი­ას საფ­რან­გეთ­ში ემიგ­რა­ცი­ა­ში მიჰ­ყვე­ბო­და, მაგ­რამ გემ­ზე ასულს ორ­სუ­ლი მე­უღ­ლე 2 შვი­ლით რომ და­უ­ნა­ხავს, გე­მი­დან ჩა­მო­სუ­ლა. პლა­ტო­ნი ემიგ­რა­ცი­ა­ში აღარ გა­ემ­გზავ­რა, თუმ­ცა 1937 წლის რეპ­რე­სი­ებს ვერ გა­და­ურ­ჩა, და­ა­პა­ტიმ­რეს და დახ­ვრი­ტეს... მა­მის და­კარ­გვის შემ­დეგ, ოჯა­ხის დახ­მა­რე­ბა დუ­დუ­ხა­ნამ, რო­გორც უფ­როს­მა შვილ­მა, თა­ვის თავ­ზე აიღო, მაგ­რამ სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნა მის­თვის, რო­გორც რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლის შვი­ლის­თვის რთუ­ლი იყო.

განაგრძეთ კითხვა