ელტონ ჯონის ქმრის იუბილე - კვირის პალიტრა

ელტონ ჯონის ქმრის იუბილე

ელტონ ჯონმა თავისი ქმრის დევიდ ფერნიშის 50 წლის იუბილე საგანგებოდ აღნიშნა. ზეიმი ლოს- ანჯელესსა და ლას-ვეგასში 4 დღეს გრძელდებოდა. სტუმრებს შორის იყვნენ სტინგი, როდ სტიუარტი, ლიზ ჰერლი, კლაუდია შიფერი, ჰაიდი კლუმი, შერი... ბევრისმნახველმა ვარსკვლავებმა ღონისძიება, რომელიც ელტონს 2 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა, წელს საუკეთესოდ აღიარეს. ელტონის თქმით, დევიდმა ის გადაარჩინა - როცა ისინი 1993 წელს შეხვდნენ, მომღერალი “კოკაინზე იჯდა” და თვითმკვლელობაზე ფიქრობდა, 2005 წელს ქორწინებამ კი სიცოცხლის სურვილი საბოლოოდ დაუბრუნა. სხვათა შორის, მათი ნაშვილები პატარა ზაქარიას ნათლია ლედი გაგაა.