კიდევ ერთი სულისშემძვრელი ისტორია: მშობლებს უთხრეს, რომ გოგონა გარდაიცვალა, სინამდვილეში კი... - კვირის პალიტრა

კიდევ ერთი სულისშემძვრელი ისტორია: მშობლებს უთხრეს, რომ გოგონა გარდაიცვალა, სინამდვილეში კი...

1990-იანი წლე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო. ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლას­თან ერ­თად, ქა­ოს­სა და გა­ურ­კვევ­ლო­ბა­შია. ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­დუ­ხ­ჭი­რე, სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბა და კრი­მი­ნა­ლის ზრდა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა იყო. ამ ფონ­ზე, გა­აქ­ტი­ურ­და ბავ­შვე­ბით ვაჭ­რო­ბის სქე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ათა­სო­ბით ოჯახს აყე­ნებ­და გა­მო­უს­წო­რე­ბელ ტკი­ვილს. ახალ­შო­ბი­ლე­ბის მო­პარ­ვა და მათი სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ყიდ­ვა, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ხდე­ბო­და. მშობ­ლებს სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით ატყუ­ებ­დნენ, მა­გა­ლი­თად, რომ მათი შვი­ლი და­ი­ბა­და თან­და­ყო­ლი­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბით ან გარ­და­იც­ვა­ლა. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, მათ ქი­ლა­ში მო­თავ­სე­ბულ ნა­ყოფ­საც კი უჩ­ვე­ნებ­დნენ, რი­თაც ყო­ველ­გვარ ეჭვს აქარ­წყლებ­დნენ.

ეს ის­ტო­რი­ე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით იყო მო­ცუ­ლი, თუმ­ცა, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, სი­მარ­თლის ძი­ე­ბა უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­და. დღეს, ათა­სო­ბით და­კარ­გუ­ლი ბავ­შვი ეძებს ბი­ო­ლო­გი­ურ ოჯა­ხებს, ხოლო მშობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გლო­ვობ­დნენ "გარ­დაც­ვლილ“ შვი­ლებს, იმედს არ კარ­გა­ვენ. თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე პირ­ვე­ლი იყო, რო­მელ­მაც ჩვი­ლე­ბის გა­ყიდ­ვის მას­შტა­ბუ­რი სქე­მა გა­შიფ­რა და არა­ერთ სა­ი­დუმ­ლოს ახა­და ფარ­და. თუმ­ცა ისიც ფაქ­ტია, რომ და­ნა­შა­უ­ლე­ბის ხან­დაზ­მუ­ლო­ბის გამო, დღემ­დე პა­სუ­ხის­გე­ბა­ში არა­ვინ მი­უ­ცი­ათ. დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის ნა­წი­ლი გარ­დაც­ვლი­ლია ან არ არ­სე­ბო­ბენ მათ მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის მოწ­მე­ე­ბი.

ერთ-ერთი ასე­თი შემ­ზა­რა­ვი ის­ტო­რია 1989 წელს, ოზურ­გეთ­ში მოხ­და. ოჯახს უთხრეს, რომ ახალ­შო­ბი­ლი გო­გო­ნა გარ­და­იც­ვა­ლა, თუმ­ცა, წლე­ბის შემ­დეგ, გა­ირ­კვა, რომ ის გა­ყი­დეს. 2025 წელს, გო­გო­ნამ ბი­ო­ლო­გი­ურ ოჯა­ხის მო­ძებ­ნა შეძ­ლოო, რა­შიც გე­ნე­ტი­კუ­რი ტეს­ტი და და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა და­ეხ­მა­რა.

დე­ტა­ლებ­ზე პრო­ექ­ტის - "ვე­ძებ“ დამ­ფუძ­ნე­ბელს, თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტმა გვი­თხრა, ამ საქ­მე­ზე მისი ჯგუ­ფის ერთ-ერთი ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი, ია ყვე­ლაშ­ვი­ლი მუ­შა­ობ­და. ფაქ­ტის დე­ტა­ლე­ბი იმ­დე­ნად მძი­მეა, რომ რო­გორც ია გვიყ­ვე­ბა, გაშ­ვი­ლე­ბულ გო­გო­ნას დღემ­დე უჭირს და­ი­ჯე­როს,რომ ის გა­ყი­დეს...

- ია, რო­გორ და­ი­წყო ამე­რი­კა­ში გაშ­ვი­ლე­ბუ­ლი გო­გო­ნა­სა და მისი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ოჯა­ხის ის­ტო­რია?

- გო­გო­ნას, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ ამე­რი­კა­ში გა­აშ­ვი­ლეს, ჰყავს მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც ერთ-ერთი რე­ლი­გი­უ­რი მი­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია და სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად ჩა­მო­დი­ო­და. მას შემ­დეგ, რაც გაშ­ვი­ლე­ბულ­მა გო­გო­ნამ დნმ ტეს­ტის პა­სუ­ხით გა­ი­გო, რომ ქარ­თვე­ლი იყო, ამ ბიჭ­მა ჩვენს ჯგუფ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა პოს­ტი ინ­გლი­სურ ენა­ზე, რო­მელ­შიც ეწე­რა, რომ მისი მე­გო­ბა­რი ბი­ო­ლო­გი­ურ მშობ­ლებს ეძებ­და.

განაგრძეთ კითხვა