„უცებ მომძებნა ინსტაგრამზე და მაჩვენა, რომ ჩემი ფასი ნულის ტოლია...“ - ნინო მუმლაძე გულისტკივილსა და იმედგაცრუებაზე, რომელიც კლინიკასთან ურთიერთობისას განიცადა - კვირის პალიტრა

„უცებ მომძებნა ინსტაგრამზე და მაჩვენა, რომ ჩემი ფასი ნულის ტოლია...“ - ნინო მუმლაძე გულისტკივილსა და იმედგაცრუებაზე, რომელიც კლინიკასთან ურთიერთობისას განიცადა

ცნობილი მსახიობი ნინო მუმლაძე ხშირად აღნიშნავს, რომ წონას ებრძვის. მისი თქმით, წონაში კლების არაერთი მცდელობის შემდეგ, უფრო რადიკალური ნაბიჯების გადადგმა გადაწყვიტა... თუმცა ამ ჩანაფიქრს მისთვის მოულოდნელი გულისტკივილი და იმედგაცრუება მოჰყვა, რაზეც ამ ვიდეოში საუბრობს:

mumladze

„მშობიარობის შემდეგ ძალიან მიჭირს წონის დაკლება, ძალიან ბევრი ხერხი ვცადე, მაგრამ ვერ დავიკელი. გადავწყვიტე, უფრო რადიკალურ გზებს მივმართო. გარკვეული მიზეზების გამო, ბარიატრიას ვერ გავიკეთებ. ერთ-ერთ კლინიკაში აღმოვაჩინე ბევრად დამზოგველი მეთოდი, ნაკლებად მტკივნეული, ვიდრე ბარიატრიაა. დიდი დროც არ სჭირდება რეაბილიტაციისთვის. თუმცა ვინაიდან ამ პრცედურას სჭირდება 17 000, რაც ჩემთვის წარმოუდგენელი თანხაა და დარწმუნებული ვარ, უმრავლესობისთვისაც. სესხითაც წარმოუდგენელია ჩემთვის. ამიტომ გადავწყვიტე ბედი მეცადა - დავუკავშირდი კლინიკას და შევთავაზე ბარტერი. გადავწყვიტე, შევხვდე მათ წარმომადგენელს და ავუხსნა, რომ შემიძლია, ჩემს საკუთარ მაგალითზე დეტალურად ვაჩვენო ამ ოპერაციის პროცესიც, შედეგიც, ანუ ამ პროცედურის მიმართ ცნობიერების ამაღლების მიზნით თუ დაინტერესდებით, მინდა ბარტერული გაცვლა

განაგრძეთ კითხვა