"ირანის ახალი უზენაესი ლიდერი დაშავებულია, თუმცა თავს კარგად გრძნობს" - ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერი - კვირის პალიტრა

"ირანის ახალი უზენაესი ლიდერი დაშავებულია, თუმცა თავს კარგად გრძნობს" - ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერი

ირანის ახალი უზენაესი ლიდერი დაშავებულია, თუმცა თავს კარგად გრძნობს, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაგაიმ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„არ ვიცი მისი პირველი სიტყვით გამოსვლა როდის იქნება“, - განაცხადა ბაგაიმ.

ესმაილ ბაგაიმ მოჯთაბა ხემენეის ირანის უზენაეს ლიდერად არჩევის პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი არჩევა კონსტიტუციის შესაბამისად მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა