გაუქმებული ფრენები, დაკეტილი საავტომობილო გზები და მომწამვლელი ჰაერი - ჰავაიზე ვულკანი ამოიფრქვა
ჰავაის ვულკანი კილაუეა სამშაბათს დილით კვლავ ამოიფრქვა, რამაც მიმდებარე ტერიტორიაზე სახიფათო პირობები შექმნა.
ამოფრქვევა ადგილობრივი დროით საღამოს 6:21 საათზე დასრულდა. ვულკანიდან გამოიყო ვულკანური ქანებისა და ფერფლის ნაზავი, რის გამოც რამდენიმე საავტომობილო გზა დაიკეტა და გარკვეული ფრენები გაუქმდა.
- აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, სამშაბათს მომხდარი ამოფრქვევა ძლიერი ლავის შადრევნებით გამოირჩეოდა, რომელთა სიმაღლე დაახლოებით 1300 ფუტს (დაახლოებით 400 მეტრს) აღწევდა.

USGS-ის მეცნიერების მთავარი შეშფოთების საგანი ვულკანური აირია, რომელიც ქარის მოძრაობის მიმართულებით შეიძლება გავრცელდეს და ადამიანთა ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას. განსაკუთრებით მაშინ, თუ ჰაერში მისი კონცენტრაცია მაღალ დონეზე იქნება.