"მე ოჯახი არ დამინგრევია.. სიმართლე სულ სხვა რამ არის..." - რას ჰყვება პირადზე ცისანა სეფიაშვილი? - კვირის პალიტრა

"მე ოჯახი არ დამინგრევია.. სიმართლე სულ სხვა რამ არის..." - რას ჰყვება პირადზე ცისანა სეფიაშვილი?

17:39 / 12-03-2026 ორი წლის წინ, მომ­ღე­რალ­მა ცი­სა­ნა სე­ფი­აშ­ვილ­მა მე­დი­ას­თან გუ­ლახ­დი­ლად გა­იხ­სე­ნა ის უმ­ძი­მე­სი 9 თვე, რო­მე­ლიც მის­მა მე­სა­მე მე­უღ­ლემ, ოთო გი­ორ­გო­ბი­ან­მა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ა­ტა­რა. მა­შინ წყვი­ლი 23 ოპე­რა­ცი­ა­სა და ფე­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის ბრძო­ლა­ზე ჰყვე­ბო­და. მას შემ­დეგ ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა, თუმ­ცა მომ­ღერ­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა კვლა­ვაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია.

ამ­ჯე­რად მომ­ღე­რალს „დილა მშვი­დო­ბი­სა სა­ქარ­თვე­ლო“ ეს­ტუმ­რა. ინ­ტერ­ვიუ საკ­მა­ოდ ემო­ცი­უ­რი აღ­მოჩ­ნდა, სა­დაც ცი­სა­ნამ არა მხო­ლოდ წარ­სულ­ზე, არა­მედ იმ მძი­მე ბრალ­დე­ბებ­ზეც ისა­უბ­რა, რაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მის გარ­შე­მო ის­მო­და.

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

"ღრუ­ბე­ლი და­გახ­რჩობ­სო..."

"ძა­ლი­ან რო­მან­ტი­კო­სი ვი­ყა­ვი, სულ დავფრი­ნავ­დი. მახ­სოვს, ერთხელ ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მი­თხრა - სი­ბე­რე­ში რით მოკ­ვდე­ბიო? რით-მეთ­ქი და - რო­მე­ლი­მე ღრუ­ბე­ლი და­გახ­რჩობს მა­გი­თო. მაგ­რამ არა, ძა­ლი­ან დავფრი­ნავ­დი და ისე, რო­მან­ტი­კო­სი ვარ, ვგიჟ­დე­ბი სი­ურპრი­ზე­ბის გა­კე­თე­ბა­ზე. მე რომ ვა­ბედ­ნი­ე­რებ ადა­მი­ა­ნებს, ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს, მაგ­რამ ცოტა დავ­მი­წდი უკვე, რე­ა­ლის­ტიც გავ­ხდი... ეს ცხოვ­რე­ბამ მო­ი­ტა­ნა.“

„დან­გრე­უ­ლი ოჯა­ხე­ბი ჩემი ტრა­გე­დი­აა“

კი­თხვა­ზე, ნა­ნობს თუ არა რა­მეს ცხოვ­რე­ბა­ში, მომ­ღე­რა­ლი გუ­ლახ­დი­ლად პა­სუ­ხობს, რომ მისი ორი დან­გრე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბა მის­თვის მძი­მე ტვირ­თია, თუმ­ცა შვი­ლე­ბის გამო არა­ფერს შეც­ვლი­და:

"ძა­ლი­ან მიმ­ნდო­ბი ვი­ყა­ვი, ძა­ლი­ან მჯე­რო­და ადა­მი­ა­ნე­ბის, ბევ­რს გან­ვიც­დი­დი და ვნერ­ვი­უ­ლობ­დი ამა­ზე. არა­ფერს არ შევ­ცვლი­დი სა­ერ­თოდ, იმი­ტომ რომ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვი­ღა­ცას ჰგო­ნია, რომ გა­თხო­ვე­ბა და გა­ცი­ლე­ბა... ეს არის ჩემი ტრა­გე­დია, რომ ორი ოჯა­ხი და­მენგრა... ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბო­დი, რომ ერთი ოჯა­ხი მქო­ნო­და და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ეს არის ტრა­გე­დია. ეს მხო­ლოდ იმან შე­იძ­ლე­ბა გა­ი­გოს, ვი­საც ეს დამ­მარ­თვია. ამი­ტომ არა­ფერს არ შევ­ცვლი, რად­გან ამ ორმა ქორ­წი­ნე­ბამ ოთხი შვი­ლი მა­ჩუ­ქა და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, რომ რამე ვი­ნა­ნო? უბ­რა­ლოდ, რა­ღა­ცებ­ზე აღარ ვი­ნერ­ვი­უ­ლებ­დი და რა­ღა­ცებს უფრო ცივი გო­ნე­ბით შევ­ხე­დავ­დი.“

პა­სუ­ხი ბრალ­დე­ბა­ზე: "მე ოჯა­ხი არ და­მინ­გრე­ვია!“

ინ­ტერ­ვი­უს ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი ნა­წი­ლი იმ ბრალ­დე­ბებს შე­ე­ხო, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ცი­სა­ნას სხვი­სი ოჯა­ხის დან­გრე­ვა­ში სდებ­დნენ ბრალს. მომ­ღე­რალ­მა ამ თე­მა­ზე პირ­ვე­ლად ისა­უბ­რა ასე პირ­და­პირ:

"მად­ლო­ბა ამ შე­კი­თხვის­თვის, იმი­ტომ რომ რა­ღაც­ნა­ი­რად უნდა დას­რულ­დეს ამა­ზე სა­უ­ბა­რი. მე ოჯა­ხი არ და­მინ­გრე­ვია. სი­მარ­თლე სულ სხვა არის, რაც წლე­ბის წინ მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ არ გა­ვა­სა­ჯა­რო­ოთ ეს სი­მარ­თლე და მე ოჯა­ხი არ და­მინ­გრე­ვია, სულ სხვა მი­ზე­ზით და­ინ­გრა ოჯა­ხი და, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით ასე გა­დავ­წყვი­ტეთ, იმი­ტომ რომ ბავ­შვე­ბი არი­ან იქით და ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს უწევთ ან­გა­რიშს. ვრცლად