"მშობიარობის შემდეგ სიცხეები ჰქონდა... ექიმს უთქვამს ბრონქების ანთებააო, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ არ ვიცით" - რას ჰყვებიან გარდაცვლილ ქალზე
წუხელ ქუთაისში, ბომონდის კლინიკაში 21 წლის ახალნამშობიარევი გოგონა ლიკა ტალახაძე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ქალმა ორი კვირის წინ სენაკის სამშობიარო სახლში იმშობიარა, რამდენიმე დღის წინ კი მისი მდგომარეობა გართულდა და ქუთაისში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ჯერჯერობით ახლობლები ვერ ამბობენ, რა გახდა გოგონას გარდაცვალების მიზეზი და მომხდარით შეძრულები არიან.
"ორი კვირის წინ გაიკეთა საკეისრო კვეთა სამეგრელოში, კლინიკის სახელი არ მახსოვს, შეეძინა პატარა, ბიჭი დაიბადა, იოანე. გაწერეს კლინიკიდან და სახლში იყო. სენაკში იყო გათხოვილი. სამი დღის წინ შეუძლოდ გახდა და ქუთაისში, კლინიკა ბომონდში გადაიყვანეს. წუხელ გვიან დამძიმდა და ეს თავზარდამცემი ამბავი გავიგეთ. მეტი ჩვენც ჯერჯერობით არაფერი ვიცით, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. ის ვიცით, რომ რომ იმშობიარა და კლინიკიდან გაწერის შემდეგ სიცხეები ჰქონდა და ბოლო შეუძლოდ გახდა. გააგრძელეთ კითხვა