„წარმოება კი არ უნდა ავკრძალოთ, ახალი ინდუსტრიები უნდა შევქმნათ - ამ გადაწყვეტილებით შესაძლოა, სამუშაო ადგილები შემცირდეს და პროდუქტის დეფიციტი შეიქმნას“
„ჩვენ კი არ უნდა ავკრძალოთ რაიმეს წარმოება, უნდა შევქმნათ ახალი ინდუსტრიები“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის აკრძალვაზე კომენტირებისას განაცხადა.
ინფორმაციისთვის, მთავრობის დადგენილებით 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან 3-ლიტრამდე სასმელი წყლისა და 20-ლიტრამდე ალკოჰოლური, არაალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელების წყლის ბოთლებში წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია (გარდა ექსპორტისა) აიკრძალება.
„შესაძლოა, სამუშაო ადგილები შემცირდეს და პროდუქტის დეფიციტი შეიქმნას“
როგორც თემურ ჭყონია აღნიშნავს, აკრძალვის ნაცვლად, ქვეყანაში უნდა შეიქმნას ისეთი ინდუსტრია, როგორიცაა ნარჩენების გადამუშავება. მისი თქმით, ეს გზა უფრო მომგებიანია სახელმწიფოსთვის, ვიდრე პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების შეზღუდვა.
„ჩემი მიდგომა არის ისეთი, როგორიც აპრობირებულია მთელ მსოფლიოში, ჩვენ კი არ უნდა ავკრძალოთ რაიმეს წარმოება, არამედ უნდა შევქმნათ ახალი ინდუსტრიები. პლასტმასის შეგროვება, გადამუშავება და ახალი ნაწარმის შექმნა გაცილებით მომგებიანია, ვიდრე არსებული ინდუსტრიების აკრძალვა. გააგრძელეთ კითხვა