"ბიძინა ივანიშვილი არის ვამპირი, მიდის და კბენს - ვამპირს ეშინია დღის სინათლის, ამიტომ საქართველოში უნდა გათენდეს იმისთვის, რომ ეს ბოროტება დამთავრდეს"
ბიძინა ივანიშვილი არის ვამპირი, მიდის და კბენს. ვისაც ეკარება, ყველას წოვს სისხლს და ყველას აქცევს ვამპირად. ვამპირს ეშინია დღის სინათლის და მზის შუქის, ამიტომ საქართველოში უნდა გათენდეს იმისთვის, რომ ეს ბოროტება დამთავრდეს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ის ასევე ეუთოს მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნებას გამოეხმაურა.
ხაბეიშვილის თქმით, ეს დოკუმენტი „გართობა არაა“.
„მოსკოვის მექანიზმის“ ამუშავებასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომელიც პირდაპირ არის მიბმული პოლიტპატიმრების, „სინდისის პატიმრების“ საკითხზე, ამ ქვეყანაში უსამართლობაზე, მათ შორის, ჩემს პირად საქმესთან დაკავშირებით აბსოლუტურ შემხებლობაშია.
საზოგადოებას უნდა ესმოდეს, მათ შორის, იმ ადამიანებს, რომლებიც წარმოადგენენ ძალოვან უწყებას, სასამართლოს, პროკურატურას, ძალიან მძიმე დღეები უდგას სახელმწიფოს. „მოსკოვის მექანიზმი“ ეს არ არის რეზოლუცია, რომელიც შეგონებაა, არამედ ეს არის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც საბოლოო ჯამში, აუცილებლად ამოქმედდება იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც რეჟიმს ემსახურებიან. თუ ვინმეს ჰგონია, რომ დიდ ბრიტანეთზე შეუძლია იქირქილოს, რომელიც თურმე აღარც დიდი იქნება და აღარც ბრიტანეთი, დასცინოს ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს, ვინმეს თუ სერიოზულად წარმოუდგენია რომ შარმანაშვილს, ვოლსკის შეუძლია აგდებულად საუბრობდეს საფრანგეთზე, პოლონეთზე, გერმანიაზე, ლიეტუვაზე, ლატვიაზე... „მოსკოვის მექანიზმი“ არაა გართობა. ბატონო მოსამართლე, უნდათ გამასამართლონ, გდდ-ს თანამშრომლებმა თავი შეურაცხყოფილად რომ იგრძნეს, რომელთაც მოვუწოდებდი, ხალხი არ დალეწოთ-მეთქი, ჩემი წამება კი 27 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. გააგრძელეთ კითხვა