"მიწა არ ჩერდება, მოდის და მოდის და მოაქვს ეზოები, სამანქანო გზის ნაწილი აყრილია, ჯოჯოხეთი ხდება" - მეწყერი ტყიბულში: რას წერს ადგილობრივი - კვირის პალიტრა

"მიწა არ ჩერდება, მოდის და მოდის და მოაქვს ეზოები, სამანქანო გზის ნაწილი აყრილია, ჯოჯოხეთი ხდება" - მეწყერი ტყიბულში: რას წერს ადგილობრივი

ტყი­ბუ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კურ­სებ­ში, 2026 წლის 12 მარტს, მდ. წყალ­წი­თე­ლას მარ­ცხე­ნა ფერ­დობ­ზე მე­წყრუ­ლი სხე­უ­ლი გან­ვი­თარ­და. მე­წყერ­მა და­ახ­ლო­ე­ბით 58 ჰექ­ტა­რი ტე­რი­ტო­რია მო­იც­ვა, რის შე­დე­გა­დაც 40-მდე ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რებ­ლის სა­კარ­მი­და­მო ნაკ­ვე­თი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი სტი­ქი­ის ზო­ნა­ში აღ­მოჩ­ნდა.

"ქვეყ­ნის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ, გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გე­ო­ლო­გე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, ოპე­რა­ტი­უ­ლად გან­ხორ­ცი­ელ­და სტი­ქი­ის ზო­ნი­დან მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხოდ გაყ­ვა­ნა.

ფორ­სმა­ჟო­რულ ვი­თა­რე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის სა­კარ­მი­და­მო ნაკ­ვე­თი­სა და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის შე­ფა­სე­ბა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს ოპე­რა­ტი­უ­ლად მი­ე­წო­დე­ბათ გე­ო­ლო­გი­უ­რი დას­კვნე­ბი.პირ­ვე­ლა­დი შე­ფა­სე­ბით, ამ ეტაპ­ზე სრუ­ლად დან­გრე­უ­ლია 10 სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი, ხოლო და­ნარ­ჩე­ნებს სხვა­დას­ხვა ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბათ.მე­წყერ­მა ასე­ვე და­ა­ზი­ა­ნა ქუ­თა­ი­სი (მო­წა­მე­თა) - ტყი­ბუ­ლი - ამ­ბრო­ლა­უ­რის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მო­ნაკ­ვე­თი და სოფ­ლის სა­საფ­ლაო.

ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სოფ. კურ­სებ­ში სა­ა­გენ­ტოს გე­ო­ლო­გე­ბის მიერ, შე­ფა­სე­ბუ­ლია 25 ოჯა­ხი და 2 გზის მო­ნაკ­ვე­თი, აქე­დან 5 ოჯა­ხი გა­სახ­ლე­ბუ­ლია.სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ად­გილ­ზე რჩე­ბი­ან და აწარ­მო­ე­ბენ მო­ნი­ტო­რინგს რო­გორც სტი­ქი­ის ზო­ნა­ში, ისე მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე" - ნათ­ქვა­მია გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რას წერს ად­გი­ლობ­რი­ვი მა­რი­ამ ბე­რო­ძე ამ დრო­ის­თვის სო­ფელ კურ­სებ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე:

"მე­დი­ებს გთხოვთ, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოთ მე­წყერს კურ­სებ­ში. გუ­შინ რაც გა­მო­ცხად­და დი­ლი­დან, დან­გრე­უ­ლი 5 სახ­ლია. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ეგ 5 სახ­ლი მა­შინ­ვე გაქ­რა, აღარ არ­სე­ბობს. და­ნარ­ჩე­ნი სახ­ლე­ბი გუ­შინ გა­ნაგ­რძობ­და ნგრე­ვას მთე­ლი დღე (მაგ ხმამ არ და­მა­ძი­ნა, ისე ჩამ­ყვა ფიქ­რში). გააგრძელეთ კითხვა