საქართველოში ბენზინი და დიზელი კიდევ გაძვირდა - რა ფასებია სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურზე - კვირის პალიტრა

საქართველოში ბენზინი და დიზელი კიდევ გაძვირდა - რა ფასებია სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურზე

საქართველოში საწვავის ფასი ისევ იზრდება. ბოლო 1 კვირაში ზოგიერთ ქსელში დიზელი 32 თეთრამდე, ხოლო ბენზინი 16 თეთრამდეც კი გაძვირდა.

შეგახსენებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვები გაურკვეველი დროით შეფერხებულია. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიო ნავთობის მომარაგების დაახლოებით მეხუთედი, როგორც წესი, ჰორმუზის სრუტით ხორციელდებოდა. აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყების შემდეგ კი, სრუტეში გადაადგილება თითქმის შეჩერებულია, რაც გავლენას ახდენს ნავთობის გლობალურ ფასებზე.

კრიზისი იმდენად მწვავეა, რომ აშშ-მა ქვეყნებს უფლება მისცა, შეიძინონ სანქცირებული რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომლებიც ამჟამად ზღვაში გემებზეა დატვირთული.

რაც შეეხება ნავთობის ფასებს, ამ დროისთვის “ბრენტის“ ტიპის საწვავზე ბარელის ღირებულებამ კვლავ 100 დოლარს გადააჭარბა.

საქართველოში ერთ კვირაში საწვავი 32 თეთრამდე გაძვირდა

საერთაშორისო ბირჟებზე მიმდინარე ტენდენცია საქართველოს ბაზარზე უკვე 1 კვირაა ისახება. კერძოდ, ბრენდული ბენზინგასამართების ნაწილმა - ერთ, ზოგიერთმა კი ორ ეტაპად გაზარდა ფასი.

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი”გთავაზობთ მონაცემებს, თუ როგორია საწვავის ფასები დღეს სხვადასხვა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე: (შენიშვნა: ფასები შედარებულია 2026 წლის 7 მარტის მონაცემებთან)

Gulf

G-Force სუპერი - 3.63 ლარი (3.53 ლარი იყო);

G-Force პრემიუმი - 3.23 ლარი ( 3.07 ლარი იყო):

G-Force ევრო რეგულარი - 3.09 ლარი (2.97 ლარი იყო);

ევრო რეგულარი - 3.07 ლარი (2.92 ლარი იყო);G-Force ევრო დიზელი - 3.45 (3.13 ლარი იყო);ევრო დიზელი - 3.35 ლარი ( 3.03 ლარი იყო).

Wissol

ეკო სუპერი - 3.69 ლარი ( 3.54 ლარი იყო);

ეკო პრემიუმი - 3.27 ლარი (3.12 ლარი იყო);

ეკო დიზელი - 3.41 ლარი (3.23 ლარი იყო);

ევრო დიზელი - 3.36 ლარი (3.18 ლარი იყო);

ევრო რეგულარი -3.12 ლარი ( 2.97 ლარი იყო)

Socar

ნანო სუპერი - 3.59 ლარი (3.55 ლარი იყო);

ნანო პრემიუმი -3.15 ლარი ( 3.11 ლარი იყო);

ნანო ევრო რეგულარი - 2.99 ლარი( 2.95 ლარი იყო);

ევრო 5 დიზელი - 3.09 ლარი (2.99 ლარი იყო);

ნანო ევრო 5 დიზელი -3.18 ( 3.08 ლარი იყო).

Rompetrol

Efix სუპერი - 3.65 ლარი (3.59 ლარი იყო);

Efix ევრო პრემიუმი - 3.25 ლარი (3.15 ლარი იყო);

ევრო რეგულარი - 3.12 ლარი (3.04 ლარი იყო);

Efix ევრო დიზელი - 3.30 ლარი (3.15 ლარი იყო);

ევრო დიზელი - 3.25 (3.10 ლარი იყო).

განაგრძე კითხვა