"ეს არასწორია, მაინტერესებს, რა ფაქტორებმა აიძულა აშშ-ის მთავრობა ეს გადაწყვეტილება მიეღო" - ფრიდრიხ მერცი აშშ-ის მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების შემსუბუქებაზე
გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„მიგვაჩნია, რომ ეს არასწორია. ამჟამად პრობლემაა ფასებთან დაკავშირებით და არა მიწოდებასთან დაკავშირებით. ამ მხრივ, მაინტერესებს, რა სხვა ფაქტორებმა აიძულა აშშ-ის მთავრობა ეს გადაწყვეტილება მიეღო“, - განაცხადა მერცმა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ გერმანია აშშ-ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე ომში არ მონაწილეობს.
„კიდევ ერთხელ ნათლად განვაცხადო: გერმანია არ არის ამ ომის ნაწილი და არ გვსურს ერთ-ერთი მათგანი გავხდეთ“, - განაცხადა მერცმა.
ცნობისთვის, აშშ-მა ქვეყნებს უფლება მისცა შეიძინონ სანქცირებული რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომლებიც ამჟამად ზღვაში გემებზეა დატვირთული.
"ინტერპრესნიუსი"