"რკინის სხივი“ - ისრაელის ლაზერული იარაღი, რომელსაც რეალური საბრძოლო მოქმედებისას, აქტიურად პირველად იყენებენ - კვირის პალიტრა

"რკინის სხივი“ - ისრაელის ლაზერული იარაღი, რომელსაც რეალური საბრძოლო მოქმედებისას, აქტიურად პირველად იყენებენ

ის­რა­ე­ლის ლა­ზე­რუ­ლი სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მა "რკი­ნის სხი­ვი" (Iron Beam) ბოლო კვი­რებ­ში აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა, რად­გან ირან­თან მიმ­დი­ნა­რე ომის პი­რო­ბებ­ში, მისი გა­მო­ყე­ნე­ბა საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი­სას პირ­ვე­ლად ხდე­ბა, თუმ­ცა რო­გორც ამ­ბო­ბენ, მისი მოხ­მა­რე­ბა დიდ­წი­ლად მა­ინც ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია აჩ­ვე­ნებს, რომ მისი გა­მო­ყე­ნე­ბა მარ­თა­ლია შე­ზღუ­დუ­ლად, მაგ­რამ საკ­მა­ოდ შე­დე­გი­ა­ნად ხდე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით "ჰეზ­ბო­ლას" რა­კე­ტე­ბი­სა და დრო­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ლი­ბა­ნის ფრონტზე. ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო­ებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ სის­ტე­მა ჯერ სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ოპე­რა­ცი­უ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის მზად არ არის და ირა­ნის ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძი­რი­თა­დად სხვა სის­ტე­მებს იყე­ნე­ბენ. ის ძი­რი­თა­დად გა­მო­ი­ყე­ნებ მხო­ლოდ მოკ­ლე დის­ტან­ცი­ის საფრ­თხე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ტექ­ნო­ლო­გია ჯერ ახალ ეტაპ­ზე, შე­გახ­სე­ნებთ, ის მხო­ლოდ 2025 წლის ბო­ლოს შე­ვი­და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში.

"რკი­ნის სხი­ვი“, რო­მე­ლიც შექ­მნი­ლია რა­კე­ტე­ბის, ნაღმმ­ტყორ­ცნე­ბის ჭურ­ვე­ბი­სა და დრო­ნე­ბის გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად. იგი შექ­მნა ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო-სამ­რეწ­ვე­ლო კომ­პა­ნი­ამ Rafael Advanced Defense Systems, კომ­პა­ნია Elbit Systems-თან პარტნი­ო­რო­ბით.

სის­ტე­მა წარ­მო­ად­გენს ის­რა­ე­ლის მრა­ვალშრი­ა­ნი სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ნა­წილს და მუ­შა­ობს ისეთ სის­ტე­მებ­თან ერ­თად, რო­გო­რი­ცაა "რკი­ნის გუმ­ბა­თი“ (Iron Dome), David’s Sling და Arrow.

  • რო­გორ მუ­შა­ობს "რკი­ნის სხი­ვი“

"რკი­ნის სხი­ვი“ იყე­ნებს მა­ღა­ლი ენერ­გი­ის ლა­ზერს, რო­მე­ლიც კონ­ცენ­ტრი­რე­ბულ სხი­ვად ეცე­მა სა­მიზ­ნეს და რამ­დე­ნი­მე წამ­ში ანად­გუ­რებსrkinis-sxivi3-59692-1773413041.webp მას.

სის­ტე­მა იყე­ნებს და­ახ­ლო­ე­ბით 100 კი­ლო­ვა­ტი­ან ლა­ზერს.

ლა­ზე­რი აცხე­ლებს სა­მიზ­ნის ზე­და­პირს მა­ნამ, სა­ნამ ის და­იწ­ვე­ბა ან და­იშ­ლე­ბა ჰა­ერ­ში.

მისი ძი­რი­თა­დი კომ­პო­ნენ­ტე­ბია:

  • სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის რა­და­რი, რო­მე­ლიც აფიქ­სი­რებს საფრ­თხეს
  • მარ­თვი­სა და კონ­ტრო­ლის ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი გამ­შვე­ბი სის­ტე­მა.

სის­ტე­მის მოქ­მე­დე­ბის რა­დი­უ­სი და­ახ­ლო­ე­ბით 10 კი­ლო­მეტ­რამ­დეა და ის ძი­რი­თა­დად მოკ­ლე დის­ტან­ცი­ის საფრ­თხე­ებს ებ­რძვის.

განაგრძეთ კითხვა