“მოსკოვის მექანიზმი” ქმნის აბსოლუტურად ახალ რეალობას, ნელ-ნელა ამას ყველა შეიგრძნობს“ - ელენე ხოშტარია
“მოსკოვის მექანიზმი“ ქმნის აბსოლუტურად ახალ რეალობას, ნელ-ნელა ამას ყველა შეიგრძნობს,“ - ასე ეხმაურება პარტია “დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშის გამოქვეყნებას.
ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში, მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა, წერს, რომ ახლა მთავარი პასუხისმგებლობა “ოპოზიციურ ალიანსზეა” და საჭიროა, ყველა ბერკეტი იქნეს გამოყენებული.უდიდესი გარღვევა მოხდა. ხალხის სიჯიუტემ, პოლიტიკური სპექტრისა და არასამთავრობოების მუშაობამ მოიტანა ეს გარღვევა. “მოსკოვის მექანიზმი” ქმნის აბსოლუტურად ახალ რეალობას, ნელ-ნელა ამას ყველა შეიგრძნობს.
“ქართული ოცნება” არის არალეგიტიმური და საერთაშორისოდ ბრალდებული. აღიარება-არაღიარება კი არა, “ქართული ოცნება” პოლიტიკის მიღმა, დამნაშავეების გვერდით აღმოჩნდა. ასეთების ადგილი კი სასამართლოებში, მათ შორის, ჰააგაშია.
ართველ ხალხს მისცეს რეჟიმის პასუხისგების კონკრეტული და ძალიან ბევრი ინსტრუმენტი.
შეიცვალა ძალთა ბალანსი ჩვენსა და რუსულ ოცნებას შორის. მოძალადის წინააღმდეგ მოგვცეს სამართლიანი ძალის იარაღი!
ახლა მთავარი პასუხისმგებლობა ოპოზიციის ალიანსზეა, ოპტიმალურად ცვლილებების მოტანისთვის რომ გამოვიყენოთ ყველა ეს ბერკეტი”, - წერს ელენე ხოშტარია.
ცნობისთვის, ეუთომ “მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენებია განხილული და რეკომენდაციებია მოცემული. დოკუმენტის თანახმად, მთავარი მიგნებებია, რომ მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა დაფიქსირდა. ანგარიშის თანახმად, დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა გაერთიანებული იყო დანაშაულების ჩამდენების სრულ დაუსჯელობასთან.