70 წამში გატანილი 1.7 მლნ დოლარის ღირებულების საიუველირო ნაკეთობები და შოკისმომგვრელი ძარცვის ამსახველი კადრები - აშშ-ში ათეულობით ნიღბიანის ამოცნობას ცდილობენ - კვირის პალიტრა

70 წამში გატანილი 1.7 მლნ დოლარის ღირებულების საიუველირო ნაკეთობები და შოკისმომგვრელი ძარცვის ამსახველი კადრები - აშშ-ში ათეულობით ნიღბიანის ამოცნობას ცდილობენ

ჩრდი­ლო­ეთ კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში მოქ­მედ­მა მძარ­ცველ­თა ჯგუფ­მა ფრე­მონ­ტში მდე­ბა­რე ლუქს კლა­სის სა­ი­უ­ვე­ლი­რო მა­ღა­ზია “ბრძო­ლის ველს“ და­ამ­სგავ­სა და სულ რა­ღაც ერთ წუთ­ზე ცოტა მეტ დრო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 1.7 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა გა­ი­ტა­ცა.

gang-raids-5-73655-1773421134.png

აშშ-ის იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ ცოტა ხნის წინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი შო­კის­მომ­გვრელ მო­მენ­ტებს ასა­ხავს. ვი­დე­ო­ში ჩანს, რო­გორ ჩერ­დე­ბა მა­ღა­ზი­ის წინ ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე მან­ქა­ნა, რის შემ­დე­გაც მუქი ჰუ­დებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი თით­ქმის ორი ათე­უ­ლი ნიღ­ბი­ა­ნი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, მა­ღა­ზი­ა­ში ერ­თდრო­უ­ლად იჭ­რე­ბა და სრულ ქა­ოსს აწყობს.

gang-raids-73639-1773421149.webp

მცი­რე წე­რაქ­ვე­ბით, ჩა­ქუ­ჩე­ბით და ზურგჩან­თე­ბით აღ­ჭურ­ვილ­მა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მძარ­ცვე­ლე­ბის ჯგუფ­მა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სის­წრა­ფით და­ამ­სხვრი­ეს ვიტ­რი­ნე­ბი, ოქ­რო­სა და ბრი­ლი­ან­ტე­ბის სამ­კა­უ­ლე­ბი ჩან­თებ­ში ჩა­ყა­რეს და მა­ღა­ზია და­ტო­ვეს.მოგ­ვი­ა­ნე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად და­ახ­ლო­ე­ბით ერთ წუთ­ში მათ მა­ღა­ზი­ის სა­ქონ­ლის 75–80% მთლი­ა­ნად გა­ი­ტა­ნეს.

განაგრძეთ კითხვა