"მე დავბერდი... წითელ ხალიჩაზე ჩემი სახით, სხეულით, ნაოჭებით, დაღლილი თვალებით გასვლა გავბედე. ვაჩვენე ის, რაც ბუნებამ მომცა" - 61 მონიკა ბელუჩი ასაკობრივი სტერეოტიპების შესახებ
მონიკა ბელუჩი ასაკობრივი სტერეოტიპების შესახებ ხშირად საუბრობს. 61 წლის ვარსკვლავი პლასტიკურ ქირურგიაზე უარს ამბობს, ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებებს სიამაყით იღებს და სხვა ქალებსაც შთაგონებას აძლევს.
"მე დავბერდი... წითელ ხალიჩაზე ჩემი სახით, სხეულით, ნაოჭებით, დაღლილი თვალებით გასვლა გავბედე. ვაჩვენე ის, რაც ბუნებამ მომცა. ეს ყოყმანის, კომპლექსების გარეშე გავაკეთე და იცით, რა მშვენიერი გრძნობაა?" - ამბობს მონიკა ბელუჩი.

ბოლო დროს მსახიობი ყველა ინტერვიუში ხაზს უსვამს, რომ ქალებს დაბერების პროცესის არ უნდა ეშინოდეთ და რომ ეს ჯილდოდ, ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობად უნდა მიიღონ.
მსახიობმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საზოგადოებისაგან ზეწოლა უგრძნია და ადამიანებს სურდათ, ის არსებულ სტანდარტებში მოექციათ, თუმცა მონიკა ბელუჩიმ გადაწყვიტა, ის გზა აერჩია, რომელიც თავად სურდა.
"დაბერება ნიშნავს, რომ აღარ შეგეშინდეს, იყო ის, ვინც ხარ." - ამბობს მსახიობი. მას არასდროს დაუმალავს, რომ ჯანსაღ კვებას ხშირად ვერ იცავს და არც სპორტდარბაზები უყვარს.