"თუ აშშ ირანის ნავთობის საწარმოებს თავს დაესხმება, მაშინ ამ ნაბიჯს რეგიონში აშშ-სთან დაკავშირებულ ნავთობკომპანიების ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით ვუპასუხებთ" - კვირის პალიტრა

"თუ აშშ ირანის ნავთობის საწარმოებს თავს დაესხმება, მაშინ ამ ნაბიჯს რეგიონში აშშ-სთან დაკავშირებულ ნავთობკომპანიების ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით ვუპასუხებთ"

თუ აშშ ირანის ნავთობის საწარმოებს თავს დაესხმება, მაშინ ამ ნაბიჯს რეგიონში აშშ-სთან დაკავშირებულ ნავთობკომპანიების ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით ვუპასუხებთ, - ამის შესახებ ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის, „ხათამ ალ-ანბიას“ წარმომადგენელმა, ებრაჰიმ ზოლფაღარიმ განაცხადა.

„ხათამ ალ-ანბიას“ წარმომადგენელმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის ხარგის კუნძულზე დარტყმების შესახებ გამოაცხადა.

„რეგიონის მასშტაბით იმ ნავთობკომპანიების ინფრასტრუქტურას დავარტყამთ, რომლებსაც ამერიკული წილი აქვთ ან ამერიკასთან თანამშრომლობენ“, - აღნიშნა ებრაჰიმ ზოლფაღარიმ.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, აშშ-მა ირანის ხარგის კუნძულზე ყველა სამხედრო სამიზნე გაანადგურა.

„ცოტა ხნის წინ, ჩემი ბრძანებით, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დაბომბვა განახორციელა და ირანის ძვირფას მარგალიტზე - ხარგის კუნძულზე - ყველა სამხედრო სამიზნე სრულიად გაანადგურა“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Social-ზე.