პენტაგონს ირანთან ომის ერთ დღეში შვიდი საჰაერო ტანკერი გამოაკლდა - ერთი ჩამოვარდა, ექვსი დაზიანდა...
საჰაერო ტანკერებს იმ თვითმფრინავებს ეძახიან, რომლებსაც ჰაერში სხვა საფრენი აპარატების საწვავით გაწყობა შეუძლიათ და შესაბამისად შეუცვლელ, სტრატეგიული მნიშვნელობის ტექნიკურ საშუალებას წარმოადგენენ, რის გარეშეც შორ მანძილზე საჰაერო ოპერაციის განხორციელება უბრალოდ შეუძლებელი ხდება, რადგან დამრტყმელ თვითმფრინავებს არ ყოფნით საწვავიც მარაგი საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად და უკან მშვიდობინად დასაბრუნებლადაც.
ის,რომ აშშ ისრაელთან ერთად აუცილებლად დაარტყამდა ირანს, მაშინ გამოჩნდა, როდესაც ჩრდილოეთ ამერიკიდან აფრენილი ორ ათეულზე მეტი KC-135 Stratotanker -ის ტიპის საჰაერო ტანკერი პენტაგონმა თებერვლის ბოლოსკენ ევროპის გავლით ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გადაისროლა...
ისრაელის საზღვრიდან ირანამდე ათას კმ-მდეა და რომ არა საჰაერო ტანკერები, ისრაელის დამრტყმელი თვითმფრინავები ვერ მისწვდებოდნენ ირანის ცას, ამერიკული საჰაერო ტანკერები საწვავით-საავიაციო ნავთით მათ დამატებით გაწყობას, ერაყის თავზე ორჯერ ახდენდნენ,ირანისკენ ფრენისას და უკანა გზაზე, ისრაელში დაბრუნებისას.
და აი, სწორედ ერაყის თავზე,12-დან 13 მარტის ღამეს მოხდა საჰაერო შემთხვევა, რომელიც პენტაგონში შემდეგნაირად განმარტეს-„ინციდენტში ორი თვითმფრინავი მონაწილეობდა. ერთი დასავლეთ ერაყში ჩამოვარდა, ხოლო მეორე უსაფრთხოდ დაეშვა. ეს მტრის ან მეგობრული ცეცხლით გამოწვეული არ ყოფილა“...
ამ მწირი ინფორმაციის შედეგად შეიძლება გვეფიქრა, რომ ირანმა რაღაცნაირად მოახერხა ერთი უზარმაზარი, ოთხძრავიანი ამერიკული საჰაერო ტანკერის ჩამოგდება და მეორის დაზიანება,რაზეც კიდეც აცხადებდა ერაყში მოქმედი პროირანული შეიარაღებული დაჯგუფება,მაგრამ მას შემდეგ, რაც გავრცელდა ისრაელის ბენ-გურიონის აეროპორტში ავარიულად დაშვებული დაზიანებული ამერიკული KC-135 Stratotanker -ის ფოტო, ყველაფერი ნათელი გახდა-მას კილი(კუდის ნაწილში განთავსებული ვერტიკალური საჭე) შუაზე აკურატულად ჰქონდა გადაჭრილი,რასაც ვერანირი საზენიტო რაკეტა ვერ მოახერხებდა,ეს უდავოდ მეორე საჰაერო ტანკერის „დამსახურება“ გახლდათ-ორივე საჰაერო ტანკერი წყვილში ახლოს მიფრინავდნენ და საჰაერო მანევრირების დროს მოხდა სახიფათო მანძილზე დაახლოება- ერთმა „ბოინგმა“ ფრთით ან ფიუზელაჟის ცხვირით მეორეს კილის ნაწილი წააჭრა,თავად კი ისეთი კრიტიკული დაზიანება მიიღო,რომ კატასტრფა განიცადა, რასაც მის ეკიპაჟის ექვსივე წევრის დაღუპვა მოჰყვა.
თითქოს ეს არ კმარობდა პენტაგონისთვის, რომ იმავე პერიოდში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების საბრძოლო შემადგენლობას კიდევ...ხუთი ამგვარი KC-135 Stratotanker -ი გამოაკლდათ!
ირანის მიერ საუდის არაბეთის პრინც სულთანის ავიაბაზაზე სარაკეტო დარტყმების შედეგად აშშ-ის ხუთი KC-135 Stratotanker -ის ტიპის საჰაერო ტანკერმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება, თუმცა თვითმფრინავები სრულად არ განადგურებულა და ახლა მათი შეკეთება მიმდინარეობს.
ამ ბაზაზე ირანის დარტყმების შედეგად არცერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე არ დაღუპულა.
საუდის არაბეთის პრინც სულთანის ავიაბაზა ირანიდან პირდაპირი ხაზით 575 კმ-ითაა დაშორებული და აითოლების რეჟიმმა 600 კმ-ზე შორსმფრენი ბალისტიკური რაკეტები მიაწვდინა ახლო აღმოსავლეთში პენტაგონის დამხმარე ავიაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დისლოკაციის ადგილამდე,რომელიც წესით როგორც არაბების,ისე ამერიკელი მეზენიტეების განსაკუთრებული დაცვის ქვეშ უნდა ყოფილიყო,თუმცა...
აეროდრომზე აფეთქებული ბალისტიკური რაკეტების ნასხვრევებით დაზიანებული ხუთივე ამერიკული საჰაერო ტანკერი საბრძოლო მზადყოფნიდან გამოსულია,რადგან ძალზე დეტალურ შემოწმებას საჭიროებენ,თუ რა დაზიანებები მიიღეს.
ერთი ჩამოვარდნილი და ექვსი დაზიანებული საჰაერო ტანკერის გამოთიშვა საბრძოლო მოქმედებებიდან,გარკვეულწილად იმოქმედებს ამერიკული და ისრაელის დამრტყმელი ავიაციის შეტევების ინტენსივობაზე ირანის საჰაერო სივრცეში,თუმცა დროებით,რადგან ომის დაწყების წინ პენტაგონის განკარულებაში იყო 380 ერთეული საჰაერო ტანკერი და მათ შორის უმეტესობა სწორედ KC-135 Stratotanker -ის ტიპის არის,შესაბამისად,ამერიკელ გენერლებს,დამატებით შვიდი საჰაერო ტანკერის გადასროლა ირანის საბრძოლო მოქმედების თეატრზე,არ უნდა გაუჭირდეთ...