მსოფლიოს დიდი კრიზისი ელოდება? - რა გაძვირდება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო და რომელი ქვეყნები დაზარალდებიან ყველაზე მეტად - კვირის პალიტრა

მსოფლიოს დიდი კრიზისი ელოდება? - რა გაძვირდება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო და რომელი ქვეყნები დაზარალდებიან ყველაზე მეტად

ირან­ში მიმ­დი­ნა­რე სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი მსოფ­ლი­ოს ისეთ კრი­ზისს უქა­დის, რო­მე­ლიც მას კო­ვიდ­პან­დე­მი­ი­სა და უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის შემ­დეგ არ უნა­ხავს. გა­ე­რო და ეკო­ნო­მის­ტე­ბი აფრ­თხი­ლე­ბენ მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის კვალ­დაკ­ვალ გაძ­ვირ­დე­ბა თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი: საკ­ვე­ბი, შვე­ბუ­ლე­ბა, ტაქ­სი, იპო­თე­კა, ტე­ლე­ფო­ნე­ბი, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, ელექტრო­ე­ნერ­გია და გათ­ბო­ბა.

ყვე­ლა­ზე მე­ტად გან­ვი­თა­რე­ბა­დი და შე­და­რე­ბით ღა­რი­ბი ქვეყ­ნე­ბი და­ზა­რალ­დე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც ენერ­გო­მა­ტა­რებ­ლე­ბის იმ­პორტზე არი­ან და­მო­კი­დე­ბულ­ნი. თუმ­ცა, ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ახა­ლი ომის გამო არც მდი­დარ ამე­რი­კე­ლებ­სა და ევ­რო­პე­ლებს და­ად­გე­ბათ კარ­გი დღე, რაც წინა ორი კრი­ზი­სის გა­მოც­დი­ლე­ბა­მაც აჩ­ვე­ნა.

რა ხდე­ბა რე­ა­ლუ­რად?

"ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ომმა ნავ­თო­ბის მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე მი­წო­დე­ბის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე დიდი შე­ფერ­ხე­ბა გა­მო­იწ­ვია“, - აცხა­დებს ენერ­გე­ტი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­გენ­ტო (IEA). მათი პროგ­ნო­ზით, სა­ნამ ნა­ოს­ნო­ბა არ აღ­დგე­ბა, და­ნა­კარ­გე­ბი მხო­ლოდ გა­იზ­რდე­ბა.

ომის გამო შე­წყვე­ტი­ლია ნავ­თო­ბი­სა და ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის მსოფ­ლიო მი­წო­დე­ბის თით­ქმის 15%, რო­მე­ლიც ჰორ­მუ­ზის სრუ­ტე­ზე გა­დი­ო­და. ასე­ვე, შე­ჩე­რე­ბუ­ლია ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბი­სა და გა­და­მუ­შა­ვე­ბის ნა­ხე­ვა­რი სპარ­სე­თის ყუ­რის საკ­ვან­ძო რე­გი­ონ­ში.

რაც უფრო დიდ­ხანს გაგ­რძელ­დე­ბა ომი, მით მე­ტია ნავ­თო­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის - ნავ­თობ­სა­დე­ნე­ბის, პორ­ტე­ბი­სა და ქარ­ხნე­ბის - გა­ნად­გუ­რე­ბის შან­სი. თუ ნა­ოს­ნო­ბის აღ­დგე­ნა ერთი დღის საქ­მეა, გა­ჩე­რე­ბუ­ლი სა­ბა­დო­ე­ბის ამუ­შა­ვე­ბას კვი­რე­ბი დას­ჭირ­დე­ბა, ხოლო დან­გრე­უ­ლის აღ­დგე­ნას - თვე­ე­ბი და წლე­ბი. გააგრძელეთ კითხვა