"მასალებში არის ერთი ბომბი! გაბაშვილი რომ დაიჭირეს, სავარაუდოდ 1 საათში, ჩვენთან კლინიკაში მოვიდა მათი ახლობელი" - რას წერს ეკა კუპატაძე
მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ბოლო სასამართლო სხდომის შესახებ წერს, ასევე საუბრობს ახალ დეტალებზე:
"არის ბევრი სიახლე, ფარული მოსასმენები დაუყენებიათ ყველასთან, მათ შორის ციხეშიც, საქმე 30 ტომამდე შეივსო. თუმცა, მე ჯერ ბოლო 5 ტომი არ მაქვს და მათზე დღეს ვერ ვისაუბრებ! მაგრამ, ყველაფერი არაფერია ჩემთვის მანამ, სანამ ნია იმნაძე და გიორგი მალანია გარეთ არის! 12 მარტის პროცესზე მოკლედ ვიტყვი. პროკურატურის გავრცელებული საშინელი კადრები ყველას გახსოვთ ალბათ და იმ დღეს წაყენებული ბრალების წინა სასამართლო პროცესი იყო 12-ში. პროცესზე ბევრი იფართხალეს მკვლელების ადვოკატებმა.
რა თქმა უნდა, დანაშაულის ნამდვილობას ვერ გაექცევიან, ამიტომ ადვოკატებმა სხვა ხერხს მიმართეს.... უსახური შუამდგომლობები წამოაყენეს, რაც რა თქმა უნდა, არ დაუკმაყოფილდათ (არც ერთი!). ყვეეეელაფერი გახადეს სადავო!! (ეს ემსახურება მხოლოდ დროის გაწელვას, რადგან სხვა თუ არაფერი, მგონი 350-ზე მეტი, მარტო მოწმე არის დაკითხული.) საქმე გადავიდა არსებით განხილვაზე.
რიკაძის ადვოკატი, თითიდან სიმწრით გამოწოვილ უაზრობებს იგონებს. გააპროტესტა ოქტომბერში რიკაძის ტელეფონის ამოღების პროცესის კანონიერება. მეც წაგეშველებით, ბატონო დავით!(ხალხმა იცის ეს კითხვები, თქვენთვის ვწერ!) იკითხეთ ერთი, გიგას ტანსაცმელი 37 დღის განმავლობაში რატომ არ გადააგზავნეს ექსპერტიზაზე-თქო? ან ქვა, რომელიც ეკა კუპატაძემ იპოვა 33 დღის შემდეგ, რატომ შეინახეს 4 დღე-თქო? ან/და რატომ არ უზრუნველყო პოლიციის უფროსმა დანაშაულის იარაღის (ქვის) დაცვა-თქო? ან იქნებ, მაგ, რიკაძის ტელეფონიდან რამე ხომ არ წაშალეს-თქო??? ეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რატომ არ გაჩხრიკეთ, ეგ სად გაგონილა-თქო??? პოლიციის უფროსმა გიგას ოპერაციამდე სურათი რომ გადაუღო, რატომ არ ჩადო საქმეში, ვიდრე ეკამ არ იყვირა-თქო? კიდევ რამდენი კითხვაა იცით??? გააგრძელეთ კითხვა