სკანდალი ქართულ სპორტში: WADA-ს და World Rugby-ის ერთობლივი გამოძიების შემდეგ ქართველი მორაგბეები ანტიდოპინგური წესების დარღვევისთვის დასანქცირდნენ - რას წერს BBC
საქართველოს ნაკრების ექვსი მოთამაშე და გუნდის ერთი ოფიციალური პირი დასანქცირდა ანტიდოპინგური წესების დარღვევისთვის, რაც მსოფლიო რაგბიმ (World Rugby) შეაფასა, როგორც "ორკესტრირებული სქემა". ამის შესახებ წერს BBC.
მსოფლიო რაგბისა და მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) ერთობლივმა გამოძიებამ გამოავლინა სქემა, რომელიც მოიცავდა ნიმუშების სავარაუდო ჩანაცვლებას და ნარკოტესტების შესახებ წინასწარ გაფრთხილებებს.
გამოძიება, სახელწოდებით „ოპერაცია ობსიდიანი“ (Operation Obsidian), 2023 წელს დაიწყო და გამოავლინა ხუთი შემთხვევა, როდესაც მოთამაშეებმა, სავარაუდოდ, შარდის ნიმუშები შეცვალეს ტესტირებაზე დარღვევის გამოვლენის თავიდან ასაცილებლად.WADA-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს (GADA) თანამშრომლები ასევე აწვდიდნენ მოთამაშეებს კონფიდენციალურ ინფორმაციას მომავალი ტესტირებების შესახებ. გარდა ამისა, დოპინგ-კონტროლის ოფიცრები ვერ ახერხებდნენ სპორტსმენებზე სათანადო დაკვირვებას ტესტირებისას და არ ესწრებოდნენ ნიმუშების აღების პროცესს. გააგრძელეთ კითხვა