ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის ჩატარებული ინსპექტირების 6 016 შემთხვევაში მოთხოვნები ვერ დაკმაყოფილდა და ტრანსპორტი დახარვეზდა
2025 წელს საქართველოში მიკროავტობუსებისა და ავტობუსების კატეგორიაში 28 650 ტექნიკური ინსპექტირება ჩატარდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა.
საქსტატის თანახმად, საანგარიშო პერიოდში, M2 კატეგორიის (მიკროავტობუსი) და M3 კატეგორიის (ავტობუსი) სატრანსპორტო საშუალებებისთვის ჩატარებული ინსპექტირებიდან 6 016 შემთხვევაში ანუ 21%-ში მოთხოვნები ვერ დაკმაყოფილდა.
უფრო კონკრეტულად, 2025 წელს მიკროავტობუსების ნაწილში 22 157 ინსპექტირება ჩატარდა, აქედან, 17 192 შემთხვევაში დაკმაყოფილდა შემოწმებისთვის დადგენილი მოთხოვნები, ხოლო 4 965 შემთხვევაში ვერა. ვრცლად