"ვაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას, "ლელო - ძლიერი საქართველო“ იქნება ერთ-ერთი მთავარი ძალა, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილს" - ირაკლი კუპრაძე - კვირის პალიტრა

"ვაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას, "ლელო - ძლიერი საქართველო“ იქნება ერთ-ერთი მთავარი ძალა, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილს" - ირაკლი კუპრაძე

დღეს "ლელო - ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დერ­თა სა­თათ­ბი­რო შეხ­ვედ­რა იმარ­თე­ბა, რო­მე­ლიც 150 წარ­მო­მად­გე­ნელს აერ­თი­ა­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით - მსჯე­ლო­ბა იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კურ სტრა­ტე­გი­ებ­ზე და ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხზე, მათ შო­რის ჩვენს პო­ლიტ­პა­ტიმ­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც ახლა სა­პა­ტიმ­რო­ებ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან: ვე­ფხია კას­რა­ძე, ვა­სილ კა­ძე­ლაშ­ვი­ლი და ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი - ამის შე­სა­ხებ "ლელო - ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, ირაკ­ლი კუპ­რა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, შეხ­ვედ­რის ეს ფორ­მა­ტი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ და "ლე­ლოს“ წეს­დე­ბით."შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ან საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტე­ბი, რა­ი­ო­ნუ­ლი თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი, ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც იღე­ბენ მთა­ვარ როლს ბრძო­ლის და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის პრო­ცეს­ში. ფორ­მა­ტი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ და "ლე­ლოს“ წეს­დე­ბით და ჩვენ ყო­ვე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, გარ­დამ­ტე­ხი პე­რი­ო­დის პი­რო­ბებ­ში ვიკ­რი­ბე­ბით, რათა ერ­თად ვიმ­სჯე­ლოთ და მი­ვი­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი “ლე­ლოს“ გან­ვი­თა­რე­ბის და ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ.

ეს არის კი­დევ ერთი ცალ­სა­ხა ნი­შა­ნი იმი­სა, რომ ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ ბრძო­ლას, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას და "ლელო - ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო“ იქ­ნე­ბა ერთ-ერთი მთა­ვა­რი ძალა, რო­მე­ლიც და­ა­მარ­ცხებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და იქ­ნე­ბა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, რო­გორც დე­და­ქა­ლაქ­ში, ასე­ვე რე­გი­ო­ნებ­ში.

დღის წეს­რიგ­ში არის ათამ­დე დიდი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხი, რო­მელ­ზეც იქ­ნე­ბა მსჯე­ლო­ბა. მსჯე­ლო­ბა იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კურ სტრა­ტე­გი­ებ­ზე და ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხზე, მათ შო­რის ჩვენს პო­ლიტ­პა­ტიმ­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც ახლა სა­პა­ტიმ­რო­ებ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან: ვე­ფხია კას­რა­ძე, ვა­სილ კა­ძე­ლაშ­ვი­ლი და ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი,” - გა­ნა­ცხა­და კუპ­რა­ძემ.