ვინ იყო ყველაზე ძუნწი მილიარდერი, რომელმაც შვილიშვილის გამტაცებლებს გამოსასყიდი არ გადაუხადა?
ნავთობის სიმდიდრეზე აგებული უზარმაზარი ქონებით, გეტის ოჯახს ფინანსურად ყველაფერი უზრუნველყოფილი ჰქონდა. მაშინ არსებობდა კიდეც გამოთქმა, რომ ოჯახი “მთელი მსოფლიოს ფულს ფლობდა“. თუმცა გეტის გვარის ისტორია სავსე იყო ტრაგედიებით, მათ შორის, გატაცებებით.
ჯეი პოლ გეტი ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძუნწ მილიარდერად ითვლება. მას ახასიათებდნენ, როგორც „სამარცხვინოდ ხელმომჭირნეს“ და „კაპიკ-კაპიკ“ დამზოგავ ტიტანს.
გეტის სიძუნწე განსაკუთრებით მკაფიოდ გამოჩნდა 1973 წელს, როდესაც მან უარი თქვა 17 მილიონი დოლარის გადახდაზე საკუთარი შვილიშვილის, ჯონ პოლ გეტი III-ის გამოსასყიდად. ახალგაზრდა რომელიც რომში გაიტაცეს, ყური მოჰკვეთეს და ოჯახს დასახიჩრებული დაუბრუნეს. მხოლოდ ამის შემდეგ გადაიხადა მილიარდერმა მოთხოვნილი თანხის ნაწილი - მისი შვილიშვილი მთელი ცხოვრება ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული დარჩა.
მიუხედავად ასეთი ხელმომჭირნეობისა, ის არ ზოგავდა ფულს ხელოვნების ნიმუშების კოლექციისთვის.
ჯეი პოლ გეტი 1966 წელს გინესის რეკორდების წიგნშიც შევიდა, როგორც მსოფლიოში ყველაზე ძუნწი მილიარდერი.
ჯან პოლ გეტი 1892 წლის 15 დეკემბერს მინეაპოლისში დაიბადა. ის ჯორჯ ფრანკლინ გეტის და მისი მეუღლის - სარას ერთადერთი ვაჟი იყო.
ჯ.პოლის მამა იყო მდიდარი იურისტი, რომელიც კარგ შემოსავალს იღებდა. შედეგად, შვილს პრივილეგირებული აღზრდა და განათლება მისცა.
1903 წელს მამამ - ჯორჯ გეტიტ ოკლაჰომაში დააარსა Minnehoma Oil Company. მაშინ ნავთობის ბიზნესი ჯერ კიდევ ფეხს იკიდებდა და ოკლაჰომა ერთ-ერთი საინტერესო ლოკაცია იყო.
მალე ჯორჯ გეტი გახდა ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელი შეერთებულ შტატებში.
სულ რაღაც ორ წელიწადში მან იმდენი ფული გამოიმუშავა, რომ ოჯახი ლოს-ანჯელესში მდიდრულ სასახლეში გადავიდა. მისმა ვაჟმა თინეიჯერობის წლები საოცარ ფუფუნებაში გაატარა.
მან კალიფორნიის საუკეთესო კოლეჯის შემდეგ, სწავლა ოქსფორდის უნივერსიტეტში განაგრძო, სადაც დაუმეგობრდა ბრიტანეთის მომავალ მეფეს ედუარდ VIII-ს, რომელიც მაშინ უელსის პრინცი იყო.
1914 წლის სექტემბრისთვის ჯ. პოლი დაბრუნდა შეერთებულ შტატებში. მისი მამა ახლა მულტიმილიონერი იყო და შვილს სესხი მისცა ოკლაჰომას Red Beds-ის რაიონში ბურღვის უფლებების შესაძენად.
იმ დღეებში ითვლებოდა, რომ რეგიონში ნავთობი ცოტა იყო ან საერთოდ არ იყო, მაგრამ გეტი სხვაგვარად ფიქრობდა. მან შეძლო ადგილის შესყიდვა შეღავათიან ფასებში და როდესაც ნავთობი აღმოაჩინა, „გაბერილ“ ფასებში გაყიდა.
1916 წლის ივნისში, 23 წლის ჯ.პოლმა გამოიმუშავა თავისი პირველი მილიონი დოლარი.
ჯ. პოლმა 1942 წელს დააარსა გეტის ნავთობკომპანია. 1951 წელს კი ნიუ-იორკიდან წავიდა და მას შემდეგ შეერთებულ შტატებში ფეხი აღარასოდეს დაუდგამს.
1949 წელს ჯ.პოლმა აიღო 60-წლიანი იჯარა უნაყოფო მიწის ნაკვეთზე საუდის არაბეთსა და ქუვეითს შორის, რომელიც ცნობილია როგორც ნეიტრალური ზონა. მან ამისთვის საუდის არაბეთის მეფეს 9.5 მილიონი დოლარი გადაუხადა. მან დაახლოებით 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო თავის ახალ ტერიტორიაზე ნავთობის მოძიებაში. ვრცლად