ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს - ალექსანდრე თვალჭრელიძე - კვირის პალიტრა

ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს - ალექსანდრე თვალჭრელიძე

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, ეუთო-ს 24 წევრმა ქვეყანამ “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშის დასკვნა გამოაქვეყნა, ერთობლივი განცხადება გაავრცელა და საქართველოს მთავრობას მოუწოდა სრულად შეასრულოს რეკომენდაციები.ეუთო მთავრობას მოუწოდებს „ჩაატაროს სწრაფი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიებები წამებისა და არასათანადოდ მოპყრობის ყველა ბრალდებაზე, და პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში მისცენ...“ „გაიწვიოს ან ფუნდამენტურად გადახედოს კანონებს, რომლებიც არ შეესაბამება საერთაშორისო ადამიანის უფლებების ვალდებულებებსა და დაპირებებს, მათ შორის კანონები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე", "უცხოური აგენტების რეგისტრაციაზე", და დაკავშირებული შესწორებები გრანტებზე, მაუწყებლობაზე და პოლიტიკურ მონაწილეობაზე.“

დამკვირვებელთა უმრავლესობა თვლის, რომ „ასეთი მძიმე და მკაცრი შეფასება საქართველოს უახლეს ისტორიაში არ ყოფილა, რაც ბუნებრივია კიდევ უფრო აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას“.

თქვენ როგორ შეაფასებდით ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დასკვნას და ასევე ერთობლიბ განცხადებას? სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ჩვენი ქვეყნისთვის?

- წინა ინტერვიუშიც გითხარით, რომ საერთოდ „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება ჩვენ ქვეყანას ბელარუსსა თუ თურქმენეთს უტოლებს. არ ვიცი, ჩვენი ხელისუფლება რატომ ელოდა რბილ დასკვნას, მე ზუსტად ასეთ დასკვნას, თუ არა, კიდევ უფრო ხისტს, ველოდი.

ეუთოს დასკვნის გამოქვეყნება კი ოფიციალურ სახეს აძლევს იმ გარემოებას, რომელიც ჩვენ ისედაც კარგად ვიცით: საქართველოს ხელისუფლებამ თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად ჩამოაშორა ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული განვითარების ტრენდს და თანდათან პარიად აქცევს.

  • „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება ჩვენ ქვეყანას ბელარუსსა თუ თურქმენეთს უტოლებს. არ ვიცი, ჩვენი ხელისუფლება რატომ ელოდა რბილ დასკვნას, მე ზუსტად ასეთ დასკვნას, თუ არა, კიდევ უფრო ხისტს, ველოდიბატონი ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებული უკლებლივ ყველა კანონი ზღუდავს ადამიანის უფლებებს, მათ შორის კონსტიტუციით მინიჭებულ ფუძემდებლურ უფლებებს, შემდეგ კი ხელისუფლება იძახის, რომ კანონის სრული დაცვით მოქმედებს. ზუსტად ამას, ძირითადად, ედავება ხელისუფლებას ეუთო: არა კანონის აღსრულებას, არამედ საკანონმდებლო, ასე ვთქვათ „შემოქმედებას“.

მაგრამ აქ კიდევ ერთი ნიუანსია. პროტესტის ჩახშობისას აშკარად ირღვევოდა როგორც მაშინ არსებული, ისე ამჟამინდელი კანონმდებლობა. ამიტომ სავსებით ლოგიკურია ეუთოს ამ კანონდარღვევების გამოძიებისა და პასუხისმგებელ პირთა დასჯის მოთხოვნა. ამისი კი მე ნამდვილად არ მჯერა. ხელისუფლება არ მოკვეთავს ტოტს, რომელზეც წამოსკუპულა.

განაგრძეთ კითხვა