ლეონარდო დიკაპრიო „ოსკარის“ ცერემონიაზე საყვარელ ქალთან ერთად პირველად გამოჩნდა - ვინ არის ულამაზესი ვიტორიაა ჩერეტი?
ლეონარდო დიკაპრიო ტრადიციულად, "ოსკარზე" იყო ნომინირებული და ტრადიციულადვე, ჯილდოს გარეშე დარჩა. სამაგიეროდ, ფილმმა მისი მონაწილეობით, მთავარი ჯილდო მიიღო.
დაჯილდოებას მსახიობი შეყვარებულთან, ვიტორია ჩერეტისთან ერთად დაესწრო, რაც თითქმის სენსაციაა, რადგან მას ჰოლივუდის მარადიულ ბერბიჭად იხსენიებენ და წელიწადზე მეტ ხანსაც არ ჰყოლია შეყვარებული, მით უმეტეს - საცოლე. იტალიელი მოდელი კი უკვე მესამე წელია მის გვერდით არის და მართალია, წითელ ხალიჩაზე ერთად არ გაუვლიათ, 27 წლის სუპერმოდელი და 51 წლის მსახიობი დაჯილდოების ცერემონიაზე ერთად ისხდნენ.
ჩერეტიმ საღამოსთვის წითელი კაბა აირჩია.

დიკაპრიო და ჩერეტი დაახლოებით ორწელიწად-ნახევარია ხვდებიან ერთმანეთს. ბოლო დროს უფრო ხშირად ჩნდებიან ერთად. მსახიობი და მოდელი ცოტა ხნის წინ მილიარდერ ჯეფ ბეზოსის „საუკუნის ქორწილს“ დაესწრნენ, მოგვიანებით კი ლოს-ანჯელესში იახტაზე დასვენებისას და პაემანზე გადაიღეს.
გასული წლის ნოემბერში დიკაპრიომ დაბადების დღე მოდელთან ერთად აღნიშნა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩერეტის სასოწარკვეთილად სურს თავის საყვარელზე დაქორწინება, რომელიც აქამდე არასდროს ყოფილა დაქორწინებული. თავად მსახიობი პირად ცხოვრებაზე კომენტარისგან თავს იკავებს.