"ათამდე ადამიანთან მომიწია მტკიცება, რომ „ლელოს“ განცხადება არ იყო ბიძინასთან შეთანხმებული თამაში..." - ზურაბ ჯაფარიძე - კვირის პალიტრა

"ათამდე ადამიანთან მომიწია მტკიცება, რომ „ლელოს“ განცხადება არ იყო ბიძინასთან შეთანხმებული თამაში..." - ზურაბ ჯაფარიძე

როდესაც რუსული ტიპის რეჟიმს უკეთებ ასეთ შეთავაზებას, ასეთი დამამცირებელი პასუხი არის ბუნებრივი და ერთადერთი, - ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის იმ განცხადებას, სადაც ის „ლელოს“ მიერ დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით შეთავაზებას პასუხობს და ამბობს, რომ „ქართულ ოცნებასა“ და „ლელოს“ ერთმანეთთან სალაპარაკო არ აქვთ.

როგორც ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში აღნიშნავს, „როდესაც მსგავს პოლიტიკურ ნაბიჯს დგამ მეორედ, მესამედ, ეს ადამიანებში აჩენს ეჭვს, რომ „ოცნების“ დე- ფაქტო მმართველობის მე-14 წელსაც არ გაქვს ბოლომდე გააზრებული რა ტიპის რეჟიმს ებრძვი“.

„როდესაც რუსული ტიპის რეჟიმს უკეთებ ასეთ შეთავაზებას, ასეთი დამამცირებელი პასუხი არის ბუნებრივი და ერთადერთი. შეუძლებელია ეს იყოს რაიმე პოზიტივის მომტანი საერთო ბრძოლისთვის ან თავად „ლელოსთვის“. მიუხედავად ასეთი პასუხისა, როდესაც მსგავს პოლიტიკურ ნაბიჯს დგამ მეორედ, მესამედ, ეს ადამიანებში აჩენს ეჭვს, რომ „ოცნების“ დე- ფაქტო მმართველობის მე-14 წელსაც არ გაქვს ბოლომდე გააზრებული რა ტიპის რეჟიმს ებრძვი და ყოველ ჯერზე, რატომღაც რეჟიმისგან ელი განსხვავებულ პასუხს.

გუშინ რუსთაველზე ათამდე ადამიანთან მომიწია მტკიცება, რომ „ლელოს“ ეს განცხადება არ იყო ბიძინასთან შეთანხმებული თამაში. ვისაც ვერ ვარწმუნებდი, ყველას ვთხოვე დალოდებოდნენ დღევანდელ დილას და „ოცნების“ პასუხს. აგერ პასუხიც“,- წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა