მეგობრების ტრაგიკული ბედი - საშკას სიცოცხლე ომში დასრულდა, გია პრემიერის შემდეგ ავტოკატასტროფას ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

მეგობრების ტრაგიკული ბედი - საშკას სიცოცხლე ომში დასრულდა, გია პრემიერის შემდეგ ავტოკატასტროფას ემსხვერპლა

ჩვე­ნი ზუგ­დი­დი და ზუგ­დი­დე­ლე­ბის გვერ­დზე უნი­კა­ლუ­რი ფოტო გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­მელ­ზეც საშ­კა იო­სე­ლი­ა­ნი და გია ძნე­ლა­ძე არი­ან ასა­ხუ­ლი - ორი ნი­ჭი­ე­რი და უდ­რო­ოდ გარ­დაც­ვლი­ლი მსა­ხი­ო­ბი.

საშ­კა იო­სე­ლი­ა­ნი

ioseliani

და­ი­ბა­და 1952 წლის 29 ივ­ლისს, გივი იო­სე­ლი­ა­ნი­სა და ნინო წე­რო­ძის ოჯახ­ში. 1969-1973 წლებ­ში სწავ­ლობ­და შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე. საშ­კა იო­სე­ლი­ანს არა­ერ­თი როლი აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ქარ­თულ თე­ატრსა და კი­ნო­ში. საშ­კა 1993 წელს 41 წლის ასაკ­ში აფხა­ზე­თის ომში და­ი­ღუ­პა...

გია ძნე­ლა­ძე

dzneladze

და­ი­ბა­და 1952 წლის 14 იან­ვარს. და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი (დოდო ალექ­სი­ძის სა­ხე­ლოს­ნო) 1974 წელს.1974-1977წწ. იყო მო­ზარდ მა­ყუ­რებ­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი, 1978 წლი­დან კი - რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი.1994 წლის 27 სექ­ტემ­ბერს თე­ატრმა სე­ზო­ნი პრე­მი­ე­რით გახ­სნა. რო­ბერტ სტუ­რუ­ამ მა­ყუ­რე­ბელს ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის "დედა ენის” მი­ხედ­ვით დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლი "ია­კო­ბის სა­ხა­რე­ბა” წა­რუდ­გი­ნა. ეს წარ­მოდ­გე­ნა უკა­ნას­კნე­ლი აღ­მოჩ­ნდა მსა­ხი­ობ გია ძნე­ლა­ძის­თვის. პრე­მი­ე­რის შემ­დეგ, 42 წლის ასაკ­ში, ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში.

გვე­სა­უბ­რე­ბა საშ­კა იო­სე­ლი­ა­ნის დის­შვი­ლი, ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბის, ხა­თუ­ნა იო­სე­ლი­ა­ნის შვი­ლი მაკა შენ­გე­ლია...

- სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი არა­ფე­რი მახ­სოვს მათი მე­გობ­რო­ბის შე­სა­ხებ. ვიცი, რომ ერ­თად სწავ­ლობ­დნენ და მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რშიც ერ­თად მუ­შა­ობ­დნენ. საშ­კა შალ­ვა (მუ­მუ­შა)გა­წე­რე­ლი­ას ჯგუფ­ში იყო, სა­დაც ერთ პე­რი­ოდ­ში მო­უხ­დათ სწავ­ლა... გია ხში­რად იყო ჩვენ­თან სახ­ლში, ბე­ბი­ა­ჩე­მი ძა­ლი­ან სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე იყო, მი­თუ­მე­ტეს საშ­კას ძმა­კა­ცებს თან ჰყვე­ბო­და.

განაგრძეთ კითხვა