"შალვა პაპუაშვილი ჰააგის ტრიბუნალამდე გზას იმოკლებს" - ირაკლი კუპრაძე - კვირის პალიტრა

"შალვა პაპუაშვილი ჰააგის ტრიბუნალამდე გზას იმოკლებს" - ირაკლი კუპრაძე

პაპუაშვილმა განაცხადა, რომ არაფერი აქვს სასაუბრო „ლელოსთან“. ამას ამბობს იმ პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, რომელიც წარდგენილია ჰააგის ტრიბუნალზე, როგორც საერთაშორისო დამნაშავე. ის ამ გზას - ჰააგის ტრიბუნალამდე, იმოკლებს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

კუპრაძის თქმით, „ლელო“ პრინციპულად გააგრძელებს წინააღმდეგობასა და ბრძოლას იმ მარტივი ფორმულითა და დოქტრინით, რაც არის ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა“.

„პაპუაშვილმა განაცხადა, რომ არაფერი აქვს სასაუბრო „ლელოსთან“. ამას ამბობს იმ პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, რომელიც წარდგენილია ჰააგის ტრიბუნალზე, როგორც საერთაშორისო დამნაშავე. ის ამ გზას - ჰააგის ტრიბუნალამდე, იმოკლებს. „ლელოს“ განაცხადი მიესადაგება ერთ ძალიან მარტივ დოქტრინას, რომ ეს ქვეყანა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ შეიყვანა კრიზისში. კრიზისიდან გამოსავალი არის დიალოგი ორ მთავარ ძირითად საკითხზე. ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები. პრინციპულად, „ლელო“ გააგრძელებს წინააღმდეგობას. პრინციპულად, „ლელო“ გააგრძელებს ბრძოლას იმ მარტივი ფორმულითა და დოქტრინით, რაც არის ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. ივანიშვილმა საქართველო საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე მიატოვა. საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნება დავიცვათ საქართველოს ეროვნული ინტერესები. „ლელო“ როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, პრინციპულად დიაცავს საქართველოს მოქალაქეების ეროვნულ ინტერესს“, - განაცხადა კუპრაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა