"მოსკოვის მექანიზმის“ წარმომადგენლებს შსს-ში წარვუდგინეთ აქციის ვიდეომასალა და თავადვე აღიარეს, რომ ეს აქცია იყო ძალადობრივი ხასიათის" - ალექსანდრე დარახველიძე - კვირის პალიტრა

"მოსკოვის მექანიზმის“ წარმომადგენლებს შსს-ში წარვუდგინეთ აქციის ვიდეომასალა და თავადვე აღიარეს, რომ ეს აქცია იყო ძალადობრივი ხასიათის" - ალექსანდრე დარახველიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, 2024 წლის ნოემბრის აქციებს დროს შსს-მ კანონით გათვალისწინებული საშუალებები გამოიყენა.

როგორც დარახველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ეს კარგად ორგანიზებული სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მცდელობა იყო, რომელშიც არაერთი პოლიტიკური პარტია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია იყო ჩართული“.

„2024 წლის ნოემბერ - დეკემბერში საზოგადოებამ იხილა კარგად ორგანიზებული სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მცდელობა, რომელშიც ჩართული იყო არაერთი პოლიტიკური პარტია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია. შესაბამისად, სახელმწიფომ გამოიყენა ყველა ის კანონით გათვალისწინებული საშუალებები, რითაც აღკვეთა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ამ კონკრეტული მცდელობისთვის არაერთ პოლიტიკოს აქვს ბრალი წაყენებული. შესაბამისად, ველოდებით შესაბამის განხილვებს. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევებს, შსს არცერთ საქმეს არ იძიებს, სადაც სამინისტროს თანამშრომლებთან მიმართებით არსებობს კონკრეტული საკითხები, ამ საკითხებს იძიებდა დამოუკიდებელი უწყება, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ახლა გენერალური პროკურატურა. შესაბამისად, ჩემგან არასწორი იქნება აღნიშნული გამოძიების საკითხზე რაიმე ინფორმაციის გაჟღერება“,-განაცხადა დარახველიძემ.

მისი განმარტებით, ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ წარმომადგენლებსაც წარუდგინეს აქციების ვიდეო და მათ „აღიარეს, რომ ეს აქცია იყო ძალადობრივი ხასიათის“.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა