"რუსეთში ინტერნეტი დათვებისა და პეპლების სეზონურ ციკლს უნდა მოერგოს - გაზაფხულზე გამოირთოს და შემოდგომაზე ჩაირთოს" - ალექსანდრე დუგინი - კვირის პალიტრა

"რუსეთში ინტერნეტი დათვებისა და პეპლების სეზონურ ციკლს უნდა მოერგოს - გაზაფხულზე გამოირთოს და შემოდგომაზე ჩაირთოს" - ალექსანდრე დუგინი

რუსი იდე­ო­ლო­გი, ალექ­სან­დრე დუ­გი­ნი გა­მო­დის ინი­ცი­ა­ტი­ვით, რუ­სებს გა­ზა­ფხულ­ზე ინ­ტერ­ნე­ტი გა­უ­თი­შონ, შე­მოდ­გო­მა­ზე კი კვლავ ჩა­ურ­თონ. აი, რას წერს დუ­გი­ნი "ტე­ლეგ­რამ­ში":

"ინ­ტერ­ნე­ტი რომ მთლი­ა­ნად გა­მორ­თუ­ლი­ყო, გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ზა­ფხულ­ზე, ადა­მი­ა­ნე­ბი და­ი­წყებ­დნენ სე­ირ­ნო­ბას, შეხ­ვედ­რებს, სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ას, კა­ფე­ებ­სა და მა­ღა­ზი­ებ­ში სტუმ­რო­ბას, ახა­ლი მე­გობ­რე­ბის შე­ძე­ნას და რე­ა­ლუ­რი, ადა­მი­ა­ნუ­რი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რე­ბას.

მისი [ინ­ტერ­ნე­ტის] ხე­ლახ­ლა ჩარ­თვა გვი­ან შე­მოდ­გო­მა­ზე იქ­ნე­ბო­და შე­საძ­ლე­ბე­ლი.

რუ­სეთ­ში ინ­ტერ­ნე­ტი დათ­ვე­ბი­სა და პეპ­ლე­ბის სე­ზო­ნურ ციკლს უნდა მო­ერ­გოს. ზა­ფხულ­ში ინ­ტერ­ნე­ტი არ არის, რად­გან სი­ცო­ცხლე არ­სე­ბობს. ზამ­თარ­ში, ბუ­ნაგ­ში იქ­ნე­ბა ეს თუ ჭი­ა­ყე­ლა­სა­ვით მო­კუნ­ტუ­ლი მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ან კორ­პუს­ში, ინ­ტერ­ნე­ტი კარ­გია. ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო ზამ­თრის ძი­ლის სიზ­მრებს ჰგავს. მე­გობ­რებ­თან ერ­თად კი - გა­ზა­ფხულ­სა და ზა­ფხულ­ში შე­გიძ­ლია დღე­ე­ბი და­გეგ­მო, რო­გორც ბავ­შვო­ბა­ში: ფან­ჯა­რას­თან მი­დი­ხარ და უს­ტვენ: "პავ­ლი­კი გა­მო­ვა?“ და სკუ­ტე­რით (არა, სკუ­ტე­რე­ბიც უნდა აიკ­რძა­ლოს, და­მა­ვი­წყდა) ვე­ლო­სი­პე­დე­ბით ერ­თად გავ­დი­ვართ ქა­ლაქ­ში! გზად ვა­ლერ­კას და­ვუ­რე­კავთ. ბურთზე", - წერს დუ­გი­ნი.

განაგრძეთ კითხვა