ავტოსაგზაო შემთხვევას 26 წლის ბიჭი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ავტოსაგზაო შემთხვევას 26 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 26 წლის ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ჭაბუკიანის მიმართულებით მიმავალ გზაზე მოხდა. ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა Ford-ის მარკის მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

ახალგაზრდა მამაკაცი თავის არეში მიყენებული ტრავმებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"