"რამე რომ გასკდეს საქართველოში, იღებს ამაზე პასუხისმგებლობას ირაკლი კობახიძე?!" - რას წერს არაბულ ინვესტიციაზე გია ხუხაშვილი
"ამ 6 მილიარდიანი არაბული “ინვესტიციის” მოლოდინზე რომ დაკიდეს იბერიის გაბრწყინება, რომლის ძირითადი ნაწილი ისევ ჩვენი ჯიბეებიდან უნდა ამოიღონ, ეს ერთი თემაა. მაგრამ ახლა ეს ვირეშმაკული სქემაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება", - ამის შესახებ გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"40 მილიარდიანი Emaar ჯგუფის ღირებულება 13 მილიარდამდე დაეცა 25 მილიარდიანი ვალის ფონზე. ა ნუ, ლამის გაკოტრების პირზეა.ყიდიან ყველაფერს ლონდონში, ნიუ-იორკში, პარიზში მეხუთედ ფასად.
რამე რომ გასკდეს საქართველოში, იღებს ამაზე პასუხისმგებლობას კობახიძე, რომელმაც მათი გაყიდვების მენეჯერის ფუნქცია შეითავსა?!" - წერს ხუხაშვილი.