`„ყველაზე ბედნიერი მოგონება შვილების დაბადებაა. მე პრინციპში ბავშვობაში გავთხოვდი ...“ - ნატა მურვანიძე დედობაზე, მეუღლესთან დაშორების ეპიზოდზე და 40-წლიან თანაცხოვრებაზე
მსახიობი ნატა მურვანიძე ვიკა ბუკიას გადაცემაში იყო სტუმრად. ისაუბრა ოჯახზე, თეატრზე, კინოზე, დღევანდელობაზე. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან:
ნატო თუ ნატა?- დავიბადე, როგორც ნატო. ნატას მეძახდა ლევან აბაშიძე და 92-ში რაც მოხდა (ლევან აბაშიძე აფხაზეთის ომში დაიღუპა - რედ.), იმის შემდეგ პირველი იყო "იავნანა", როდესაც ნანას (ჯანელიძეს - რედ.) ვთხოვე, რომ დაწერე ნატა-თქო, იმიტომ, რომ ლევანი მეძახდა ნატას და ეს იყო რაღაცა ახალგაზრდულ ემოციური ამბავი... მაგ პერიოდში დაიღუპა და დავირქვი ნატა, რადგან ასე მეძახდა ის ერთადერთი ადამიანი... მერე პირადობის მოწმობაშიც ჩავიწერე და ჩემი ცხოვრება რაღაცნაირად იყოფა. ბავშვობაში ვისაც 22 წლამდე ვიცნობდი, ყველა ნატოს მეძახდა და დღესაც ვინც ნატოს მეძახის, პირდაპირ ილინკება ძველ დროსთან და ნატა უკვე ახალია...დედადედას სულ თან დავყავდით რეპეტიციებზე, გაკვეთილებზე...ყველაზე საინტერესო მოგონება რა არის დედასთან ურთიერთობის დროს? ყოველდღიურობა. დილა, როცა ვხვდებით ერთმანეთს... თუ ადამიანს სჭირდება რაღაცით დატენვა, აი ამას მიკეთებს დილას. არაფერი, ჩამეხუტება და მორჩა და მთელი დღე არის რაღაც... და სპექტაკლის წინ მეუბნება: აბა შენ იცი. ჩავიწერე კიდევაც ერთხელ, რომ აი, ვთქვათ და ვერ გნახე, ამის გარეშე როგორ ვითამაშო...და ბებიას ნაჩუქარი სამკაული მაქვს, რომელიც ყველგან დამაქვს, ჩემი თილისმაა და ყველა სცენაზე თან დამაქვს.

მეუღლე და შვილებიყველაზე ბედნიერი მოგონება შვილების დაბადებაა. მე პრინციპში ბავშვობაში გავთხოვდი და ბავშვობაში გამიჩნდა ბავშვი, ბავშვის ბავშვი იყო დათა.19-ის ვიყავი (ნატა მურვანიძის მეუღლე მსახიობი ნიკა თავაძეა, რომელიც უნივერსიტეტში სწავლის დროს გაიცნო. მათ ორი შვილი ჰყავთ - რეჟისორი დათა თავაძე და მსახიობი მანუ თავაძე - რედ.)