"თუ ასე გინდათ, ჩემს დიპპასპორტს გაჩუქებთ, საერთოდ არ მჭირდება" - თენგიზ შარმანაშვილი ჟურნალისტებს - კვირის პალიტრა

"თუ ასე გინდათ, ჩემს დიპპასპორტს გაჩუქებთ, საერთოდ არ მჭირდება" - თენგიზ შარმანაშვილი ჟურნალისტებს

კაია კალასი საქართველოსთვის რამე კარგს რომ არ გააკეთებს, ვიცით, მაგრამ მისი ძალისხმევა უკვე სასაცილო ხდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს უფრო დეტალურად შემდეგ შეხვედრაზე განიხილავენ.

მისი თქმით, „მსოფლიო დარწმუნდა, რომ ეს ადამიანი არაობიექტურია“.

„მას ამერიკიდან საერთოდ არ ხვდებიან. გადაწყვეტილებები ხალხს არ შეეხება, იმდენად უაზრო ნაბიჯებს დგამენ. თუ ასე გინდათ, ჩემს დიპპასპორტს საერთოდ გაჩუქებთ, საერთოდ არ მჭირდება“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ამასთან, დეპუტატმა ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა, რომ „როცა დასკვნა წინასწარ არის დაწერილი და სილამაზის გამო ჩამოდიან, რომ ვინმეს დაანახონ, [თითქოს] ინფორმაციას აგროვებს, ასეთ პროცესს არანაირი აზრი არ აქვს“.

მისი თქმით, ყველაზე კარგად თავად იციან, რომ მტკიცებულებები არ არსებობს და ეს პროცესი კრახისთვის არის განწირული.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა