"გიორგი სულ მარტო აღმოჩნდა... შენი ძმაა, აბა, ოჯახს თუ არ დაეხმარე, ვის უნდა დახმარებოდი" - ნატალია ყიფშიძე და ენი გასოევა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - კვირის პალიტრა

"გიორგი სულ მარტო აღმოჩნდა... შენი ძმაა, აბა, ოჯახს თუ არ დაეხმარე, ვის უნდა დახმარებოდი" - ნატალია ყიფშიძე და ენი გასოევა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ყიფ­ში­ძე­ე­ბის ცნო­ბი­ლი ოჯა­ხის გარ­შე­მო ვნე­ბე­ბი არ ცხრე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე ცოლს, ენი გა­სო­ე­ვას სამი წლის წინ ხმა­უ­რი­ა­ნად და­შორ­და, პე­რი­ო­დუ­ლად სა­ჯა­რო კონ­ფლიქ­ტი ისევ იფეთ­ქებს ხოლ­მე. ამ­ჯე­რად ამ­ბის გმი­რე­ბი გი­ორ­გის უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი ნა­ტა­ლია ყიფ­ში­ძე და გი­ორ­გის მე­სა­მე ყო­ფი­ლი ცოლი გახ­დნენ. მი­ზე­ზი ეკა ხო­ფე­რი­ას პოდ­კას­ტში ნა­ტა­ლია ყიფ­ში­ძის მიერ მო­ყო­ლი­ლი ის­ტო­რია გახ­და.

  • ნა­ტა­ლია ყიფ­ში­ძე: "გი­ორ­გი სულ მარ­ტო აღ­მოჩ­ნდა...“

ეკა ხო­ფე­რი­ას პოდ­კასტს სტუმ­რად ყიფ­ში­ძე­ე­ბის მთე­ლი ოჯა­ხი - ზურა, გი­ორ­გი, ლე­ნუ­კა და ნა­ტა­ლია ეწ­ვივ­ნენ. ინ­ტერ­ვი­უს დროს ნა­ტა­ლი­ამ გი­ორ­გის შვი­ლებ­ზე, კოს­მო­სა და ლუ­ნა­ზე სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, თუ რო­გორ უწევ­და მა­მას ბავ­შვე­ბის მარ­ტო გაზ­რდა და რა სირ­თუ­ლე­ებს აწყდე­ბოდ­ნენ ამ პე­რი­ოდ­ში:

kipshidze

"კოს­მო კო­რო­ნის ბავ­შვია. მა­შინ მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე და გი­ორ­გი სხვა­გან ცხოვ­რობ­დნენ, წე­რე­თელ­ზე, მე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ­დი და ონ­ლა­ინ ვი­ყა­ვი. პირ­ვე­ლი წელი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ვეხ­მა­რე­ბო­დი. მერე მივ­ხვდი, რომ ნა­მე­ტა­ნია, ძა­ლი­ან დიდი დრო მი­აქვს ამ ყვე­ლა­ფერს. მერე მე­ო­რეც გაჩ­ნდა - ლუნ­ჩი­კა. მერე ყვე­ლა­ფე­რი ისე გა­და­ლაგ­და, რომ გი­ორ­გი სულ მარ­ტო აღ­მოჩ­ნდა, მე კი ძა­ლი­ან მინ­დო­და დახ­მა­რე­ბა, მაგ­რამ ვსწავ­ლობ­დი, მაგ დროს და­ვი­წყე სე­რი­ალ­ში გა­და­ღე­ბა, კატა მყავ­და, რო­მელ­საც ძა­ლი­ან დიდი მოვ­ლა სჭირ­დე­ბო­და, ვუ­ყუ­რებ­დი, რომ გი­ორ­გი რე­ა­ლუ­რად სულ მარ­ტო აღ­მოჩ­ნდა.“

  • ენი გა­სო­ე­ვას პა­სუ­ხი: "ეს არის სირ­ცხვი­ლი“

ნა­ტა­ლი­ას ამ სი­ტყვებ­მა გი­ორ­გი ყიფ­ში­ძის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, ენი გა­სო­ე­ვას გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. მან "ინ­სტაგ­რამ­ზე" ვი­დეო გა­ა­ზი­ა­რა და ნა­ტა­ლი­ას ბრალ­დე­ბებს სა­ჯა­რო პოს­ტით უპა­სუ­ხა.

განაგრძეთ კითხვა