მძიმე ბავშვობა, მეუღლის, შვილისა და მეგობრის დაღუპვა - ჰოლივუდის ყველაზე ტრაგიკული და კეთილი მსახიობის, კიანუ რივზის ცხოვრება - კვირის პალიტრა

მძიმე ბავშვობა, მეუღლის, შვილისა და მეგობრის დაღუპვა - ჰოლივუდის ყველაზე ტრაგიკული და კეთილი მსახიობის, კიანუ რივზის ცხოვრება

ჰოლივუდის ვარსკვლავთა ცხოვრება, მათი ქცევები და ყოველი ნაბიჯი მუდმივად განხილვის საგანია. პაპარაცები მუდმივად თვალყურს ადევნებენ, სად ცხოვრობენ ისინი, რას მიირთმევენ, სად ისვენებენ, რა ქონებას ფლობენ და ა.შ. თუმცა არიან ვარსკვლავები, რომლებიც ქუჩაში დაცვის გარეშე გადაადგილდებიან, საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებენ და კეთილ საქმეს ყოველგვარი გასაჯაროების გარეშე აკეთებენ.

ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ცნობილი ადამიანია კიანუ რივზი, რომელიც სხვა ვარსკვლავებს არ ჰგავს. მას საკმაოდ რთული გზა აქვს გავლილი, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, ჰოლივუდის ყველაზე კეთილ მსახიობად მიიჩნევა.

rives

მისი უბრალო და საიდუმლოებით მოცული ცხოვრება ყველაში ინტერესს იწვევს. ის შეიძლება ვნახოთ მეტროში გაზეთის კითხვისას, ან უბრალოდ, ერთ რომელიმე პარკში, თავისთვის, მარტო იჯდეს და ტკბებოდეს ბუნების ცქერით.

გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს ფილმ „მატრიცას“ მთავარი გმირის შესახებ.

ბავშვობა

კიანუს დედამ, ინგლისელმა პატრიცია ტეილორმა ქმარი (წარმომავლობით ნახევრად ჩინელი და ნახევრად ჰავაიელი) ერთ-ერთ კლუბში გაიცნო, სადაც სტრიპტიზის მოცეკვავედ მუშაობდა, ამბობენ, რომ მომავალი მსახიობის დედა იმჟამად უკვე თანამშრომლობდა ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან.

კიანუს მშობლებმა დაქორწინების შემდეგ მსოფლიოს გარშემო გადაწყვიტეს მოგზაურობა. კიანუ რივზი 1964 წელს, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში დაიბადა. მსახიობის ცხოვრებაში სირთულეები ადრეული ასაკიდან დაიწყო. 3 წლის იყო, როცა მამამ მიატოვა, რომელიც მოგვიანებით ნარკოტიკების მოხმარება-გაყიდვის გამო დააკავეს.

rives

დედასთან და პატარა დასთან ერთად, კიანუ ჯერ ავსტრალიაში გადავიდა საცხოვრებლად, შემდეგ შტატებში დაბრუნდა, შემდეგ კი კანადაში, დედის მშობლებთან ერთად ცხოვრობდა.

კიანუმ სიყმაწვლის წლების უდიდესი ნაწილი კანადაში გაატარა, მის აღზრდაზე ძირითადად ზრუნავდნენ დედის მშობლები და ძიძები. მიუხედავად ყველა პრობლემისა, ოჯახში მთავარი საკითხი ბავშვების განათლება იყო. ის სკოლიდან სკოლაში დაჰყავდათ, თუმცა სწავლაში ხელს ძალიან უშლიდა დისლექსია და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მან საშუალო სკოლა ვერც დაასრულა. მომავალი მსახიობის ოცნება იყო, ჰოკეის მოთამაშე გამხდარიყო, თუმცა ტრავმამ ხელი შეუშალა.

განაგრძეთ კითხვა