"პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სამსჯელოდ კონსილიუმი შეიკრიბა" - მეუფე დიმიტრი - კვირის პალიტრა

"პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სამსჯელოდ კონსილიუმი შეიკრიბა" - მეუფე დიმიტრი

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილის ინფორმაციით, კავკასიის მედიცინის ცენტრში კონსილიუმია შეკრებილი და შემდეგ გააკეთებენ დამატებით კომენტარს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

„კონსილიუმია, გამოვლენ და მოგახსენებენ [ინფორმაციას] “,- აღნიშნა ჟურნალისტებთან მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა.

დეკანოზ ალექსანდრეს განცხადებით კი, ამ ეტაპზე არ იგეგმება უცხოეთიდან ექიმების ჩამოყვანა ან პატრიარქის სხვა ქვეყანაში გადაყვანა.

„სტაბილურად, კარგად არის. ნორმალურად. არ იგეგმება [უცხოეთიდან ექიმების ჩამოყვანა ან გადაყვანა]. პატრიარქი ბედნიერია და ჩვენც ბედნიერები ვართ. კარგად არის, ნორმალურად“,- აღნიშნა დეკანოზმა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა