"მითხრეს, არ გაინძრეთ, თორემ გესვრითო, ვეხვეწებოდი, ნუ მაზარალებთ, არ დაამსხვრიოთ-მეთქი" - რას ჰყვება სპეცოპერაციის დროს დაშავებული ქალი? - კვირის პალიტრა

"მითხრეს, არ გაინძრეთ, თორემ გესვრითო, ვეხვეწებოდი, ნუ მაზარალებთ, არ დაამსხვრიოთ-მეთქი" - რას ჰყვება სპეცოპერაციის დროს დაშავებული ქალი?

ბა­თუმ­ში პო­ლი­ცი­ის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლოს­თან, სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი 68 წლის ქალი და მისი ახ­ლობ­ლე­ბი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ.

ხან­დაზ­მულ­მა ქალ­მა, ბა­თუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა ცოტა ხნის წინ და­ტო­ვა.რო­გორც მან „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან” სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს­თან მი­ვიდ­ნენ და გან­მარ­ტე­ბებს ითხო­ვენ.

ბა­თუ­მის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს შე­ნო­ბას­თან სხვა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ახ­ლობ­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბი­ან.

"გამ­თე­ნი­ი­სას, კარ­ზე ბრა­ხუ­ნის ხმა მო­მეს­მა. პო­ლი­ცია იყო და მი­თხრეს, კარი გახ­სე­ნიო. ავ­დე­ქი, მაგ­რამ კა­რე­ბი გა­სა­ღე­ბით ვერ გა­ვა­ღე, ამის თქმა და „ზა­ლა­ში“ ფან­ჯრის ჩა­მო­ვარ­დნა ერთი იყო. 2-3 პო­ლი­ცი­ე­ლი შე­მო­ვარ­და ოთახ­ში. წა­ვიდ­ნენ ბავ­შვის­კენ და მეც წავ­ყე­ვი. ბავ­შვის ოთახ­ში შე­ვიდ­ნენ. და­ვი­ნა­ხე რომ მი­ნას მო­არ­ტყეს, მო­ტე­ხეს. ვუ­თხა­რი, რას აკე­თებთ, ნა­ქი­რა­ვებ­ში ვართ-მეთ­ქი. ზა­რალ­ში ნუ გვაგ­დებთ-თქო. არ გა­ინ­ძრეთ, თო­რემ გეს­ვრი­თო. რა­ტომ უნდა მეს­რო­ლოთ, რამე და­ვა­შა­ვე-თქო?! ახ­ლოს არ მოხ­ვი­დეთ, თო­რემ გეს­ვრიო, რა­ტომ უნდა მეს­რო­ლოთ-მეთ­ქი. ვეხ­ვე­წე­ბო­დი ნუ მა­ზა­რა­ლებთ, არ და­ამ­სხვრი­ოთ-მეთ­ქი... ბიჭ­მა და­იყ­ვი­რა, რა ქე­ნით, დე­და­ჩემს ეს­რო­ლე­თო?! უკ­ნი­დან ვი­ღა­ცამ მო­ა­ძა­ხა, გა­ის­რო­ლეო? „ზა­ლა­ში“ რომ გა­მო­ვე­დი, სის­ხლი მდი­ო­და ფე­ხი­დან“, - აღ­ნიშ­ნა თა­მა­რა მი­ქე­ლა­ძემ.