კავკასიის მედიცინის ცენტრთან მოქალაქეები იკრიბებიან - კვირის პალიტრა

კავკასიის მედიცინის ცენტრთან მოქალაქეები იკრიბებიან

კავკასიის მედიცინის ცენტრთან მოქალაქეები იკრიბებიან. მოქალაქეებმა კლინიკის ეზოში შეკრება მას შემდეგ დაიწყეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ.

კლინიკაში იმყოფებოდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, რომლებმაც კლინიკა ცოტა ხნის წინ დატოვეს.

კლინიკას ტოვებენ სასულიერო პირებიც. სავარაუდოდ, ისინი საპატრიარქოში იკრიბებიან.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრში გამთენიისას გადაიყვანეს. ის კრიტიკული რეანიმაციის განყოფილებაში იყო მოთავსებული.

"ინტერპრესნიუსი"