"დასრულდა ერთი დიდი ისტორია... დაიხურა ეპოქა" - რას წერენ სოციალურ ქსელში და როგორ ემშვიდობებიან პატრიარქს - კვირის პალიტრა

"დასრულდა ერთი დიდი ისტორია... დაიხურა ეპოქა" - რას წერენ სოციალურ ქსელში და როგორ ემშვიდობებიან პატრიარქს

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, ილია II 93 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა კავ­კა­სი­ის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრში მე­უ­ფე შიომ გა­ა­კე­თა. პატ­რი­არ­ქი კუ­ჭი­დან მა­სი­უ­რი სის­ხლდე­ნით, კავ­კა­სი­ის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრში იმ­ყო­ფე­ბო­და. ის კრი­ტი­კუ­ლი რე­ა­ნი­მა­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი. სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს, უწ­მინ­დეს­სა და უნე­ტა­რეს ილია მე­ო­რეს ხვალ, 18 მარტს, სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში და­ას­ვე­ნე­ბენ.

ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი პატ­რი­არ­ქის გარ­დაც­ვა­ლე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბი­ან:პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ვაჟი, გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დია:

- სა­დღაც პირ­ვე­ლად ასე­თი ვნა­ხე, 1980 იან წლებ­ში ზვი­ადს რომ დავ­ყავ­დით სი­ო­ნის ეკ­ლე­სი­ა­ში ბავ­შვე­ბი. მერე 9 აპ­რილს ვნა­ხე და შემ­დგომ­ში, 1990 წელს ოქ­ტომ­ბრის სე­სი­ა­ზე და 1991 წლის 9 აპ­რილს ისევ. შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ დავ­ბრუნ­დი, ხში­რად მი­წევ­და ხოლ­მე შეხ­ვედ­რა და სა­უ­ბა­რი, საკ­მა­ოდ ახ­ლოს ვი­ყა­ვი მას­თან, და­მე­თან­ხმე­ბი­ან ჩემი შე­მო­სი­ლი და შე­უ­მო­სა­ვი მე­გობ­რე­ბი.

patriarqi-84167-1773777507.jpg

ბევ­რი გვაქვს ნა­სა­უბ­რე­ბი ძა­ლი­ან ბევრ თე­მებ­ზე, არ არის ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რი რა­ზეც. ბევრ რა­მე­ში ვე­თან­ხმე­ბო­დი და ბევრ რა­მე­ზე გვიმ­სჯე­ლია კი­დე­ვაც. დი­დია მისი წვლი­ლი ქარ­თუ­ლი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­შე და ბევ­რჯერ გა­უყ­ვა­ნია თა­ვი­სი ნი­ჭით და ავ­ტო­რი­ტე­ტით ქვე­ყა­ნა სამ­შვი­დო­ბოს. პა­ტივს ვცემ­დი და გვქონ­და სა­უ­კე­თე­სო ურ­თი­ერ­თო­ბა, ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და ბო­ლოს ცოტ­ნეს ამ­ბავს. გამ­ჩენ­მა აცხო­ნოს მისი სული და რო­გორც ყვე­ლა მოკ­ვდა­ვებს, მა­საც მი­უ­ტე­ვოს შე­ცო­დე­ბა­ნი მის­ნი. ვუ­სამ­ძიმ­რებ ყვე­ლა მარ­თლმა­დი­დე­ბელ ქარ­თველს და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს.

ის­ტო­რი­კო­სი ჯაბა სა­მუ­შია:

- ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქი, რო­მელ­მაც შექ­მნა ეპო­ქა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში. მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რი­სათ­ვის. ზე­ცი­ურ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვენს ერს კი­დევ ერთი დიდი წმინ­და­ნი და მლოც­ვე­ლი შე­ე­მა­ტა.

მწე­რა­ლი, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე:

- სა­ქარ­თვე­ლოს კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, ილია მე­ო­რე გარ­და­იც­ვა­ლა.დღემ­დე მახ­სოვს მისი თბი­ლი წე­რი­ლი, რო­მე­ლიც მა­მა­ჩე­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო მი­ვი­ღე.ვწუხ­ვარ. ვუ­სამ­ძიმ­რებ მარ­თლმა­დი­დე­ბელ მრევლს და არა მხო­ლოდ.

განაგრძეთ კითხვა