პატრიარქთან შეხვედრა და ატირებული უცხოელი ჟურნალისტები - რას იხსენებს ნათია ბანძელაძე - კვირის პალიტრა

პატრიარქთან შეხვედრა და ატირებული უცხოელი ჟურნალისტები - რას იხსენებს ნათია ბანძელაძე

საქართველოს სულიერი ლიდერის გარდაცვალებამ კიდევ ერთხელ გააცოცხლა ის ემოციური და ხშირად დაუვიწყარი შეხვედრები, რომლებიც მასთან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ადამიანებს აკავშირებდა. ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე იხსენებს ერთ ასეთ განსაკუთრებულ ეპიზოდს - უცხოელი ჟურნალისტების ვიზიტს ილია II-თან, სადაც, მისი თქმით, სტუმრები მისი საოცარი ენერგიითა და სიმშვიდით მონუსხულნი დარჩნენ:

„საოცარი სიმშვიდე , სიყვარული და არამიწიერი ენერგიის ძალა მოდიოდა მისი უწმინდესობისგან...მეგონა არასდროს დასრულდებოდა...

მახსოვს, ერთხელ უცხოელი ჟურნალისტი მყავდა მასთან ინტერვიუზე, რომლოსთვისაც მიუწვდომელ და საინტერესო რესპოდენტთან დაგეგმილი ინტერვიუ იყო, ამ განწყობით მოდიოდა და უხაროდა რომ პატრიარქი დათანხმდა , ვერ იჯერებდა კოდევ...მისი თავდაპირველი ეიფორია ჯერ მხოლოდ ამემოციას უკავშირდებოდა. წინასწარ არაფერი მითქვამს პატრიარქის საოცარ ენერგიაზე, რადგან ზუსტად ვიცოდი რაც მოხდებოდა...

უწმინდესი მიესალმა და თავზე ხელი გადაუსვა... და პატარა ბავშვივით ინტერესით კითხა რა აინტერესებდათ მისგან. რამდენიმე წუთი ჟურნალისტი მონუსხული, გაქვავებული ტიროდა, ხმას ვერ იღებდა, მისი უწმინდესობა ეფერებოდა და ამშვიდებდა. ინტერვიუს დრომ გადააჭარბა, რადგან დიდხანს ვერ საუბრობდა ჟურნალისტი. როცა წამოვედით სულჩუმად იყო, ,,ის მიწიერი ადამიანი არ არის ნათია,, ძლივს მონახა თავში ძალა ეს სიტყვები ეთქვა... გასახსენებელი ბევრი გვაქვს... ყველასთვის იყო...ამ ფოტოს არსებობაც კი არ ვიცოდი...სულ ახლახანს თემო ჯანაშიამ გამომიგზავნა...“