„მე ვერ წარმომიდგენია, უწმინდესის გარეშე ჩვენი ყოფა! “ - როგორ იხსენებდა ზურაბ ყიფშიძე პატრიარქს - კვირის პალიტრა

„მე ვერ წარმომიდგენია, უწმინდესის გარეშე ჩვენი ყოფა! “ - როგორ იხსენებდა ზურაბ ყიფშიძე პატრიარქს

„კვირის პალიტრის“ არქივიდან

4 იანვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესისა­ და უნეტარესს, ილია II-ს 93 წელი შეუსრულდა. როგორ გამოეხმაურა პატრიარქის იუბილეს ზურაბ ყიფშიძე:

„მე წილად მხვდა ბედნიერება, მთელ ოჯახთან ერთად ვყოფილიყავი მიწვეული მის უწმინდესობასთან. ისეთი დაბნეული ვიყავი, მგონი მისი ღვინოც მე დავლიე. მთელი ჩემი ოჯახი დალოცა წრფელი გულით. მის ფასს, ალბათ, ძალიან დიდი ხნის შემდეგ უფრო მეტად გავიგებთ. მისი არსებობა იმხელა წყალობა, იმხელა სიხარულია ჩვენი ერისთვის! მოვუსმინოთ ამ ბრძენ კაცს, რომელიც გვთხოვს, რომ ერთმანეთი შევიყვაროთ, ერთმანეთს მოვუსმინოთ, მიმტევებლები ვიყოთ. ერთხელ მაინც რომ მოგვესმინა მისთვის, ახლა ასე არ ვიქნებოდით! მე ვერ წარმომიდგენია, უწმინდესის გარეშე ჩვენი ყოფა! მიყვარხართ და გისურვებთ დღეგრძელობას, რათა ჩვენ, ურჩებს, თქვენი ლოცვით გონება გაგვინათდეს და თქვენი ნაკარნახევი გზით, სიყვარულით ვიაროთ!“

ვრცლად