„12 წლის ვიყავი, პირველად რომ დავდექი ზეთისცხებაზე პირისპირ. დღემდე მახსოვს ის წუთი…“ - ია ფარულავა
საქართველოს სულიერი ლიდერის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულმა ცნობას საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ეხმიანებიან, მათ შორის, ია ფარულავა:
„12 წლის ვიყავი, პირველად რომ დავდექი ზეთისცხებაზე პირისპირ. დღემდე მახსოვს ის წუთი… რაღაც ისეთი სითბო და სიყვარული ვიგრძენი, რაც მანამდე არასდროს მქონია. თითქოს ყველაფერი გაჩერდა. ხმაური გაქრა. და უცებ - სიმშვიდე ჩამოწვა, ისეთი, რომელსაც ვერც ხსნი, ვერც იმეორებ. იმ დღიდან ჩემთვის ის უბრალოდ პატრიარქი აღარ იყო. იყო შეგრძნება.იყო რწმენა. იყო რაღაც ძალაყოველთვის მეგონა - უკვდავი იყო. ყველას თავისი წილი უწმინდესი ჰყავდა. იმათაც კი, ვინც ახლოდან არასდროს შეხვედრია - მაინც გრძნობდნენ, მაინც ჰქონდათ რაღაც კავშირი. დასრულდა ეპოქა, მაგრამ უწმინდესის სინათლე მუდამ გაანათებს ჩვენს გულს და გონებას უფალმა დაუმკვიდრა სასუფეველი.“