ბესიკ ხარანაულის ემოციური ლექსი პატრიარქზე
ატრიარქის გარდაცვალებამ დიდი ემოციური ტალღა გამოიწვია როგორც საზოგადოებაში, ისე ხელოვანთა წრეებში. ამ საერთო მწუხარებას გამოეხმაურა ქართველი პოეტი ბესიკ ხარანაული, რომელმაც გარდაცვლილ პატრიარქს ლექსი მიუძღვნა:
ვაი, მზევ, ამომავალო,
აღარ ფერი გდევსო,
ვინაც შენთვის იღვიძებდა,
მკვდარი წინ გიწევსო.
ვაი, შენაც, საქართველო,
რაღა შენი დღეო,
ვინაც შენთვის იღვიძებდა,
მკვდარი წინ გიწევო.
ნიავღვარი ჩაგვდიოდა,
ხიდი გაგვიდეო,
ვინაც ჩვენთვის ილოცავდი,
მკვდარი წინ გვიწევო.